მანით ნამაზის ლოცვა
This subject translated into
Categories
Sources
Full Description
მანით ნამაზის ლოცვა
الصلاة بطلاء الأظافر
< الجورجية – Georgian- ქართული >
موقع الإسلام سؤال وجواب www.islamqa.info
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: فيصل أروجوف
მანით ნამაზის ლოცვა
კითხვა: ისლამი ფრჩხილებზე მანიკურით ნამაზის ლოცვას ნებას რთავს?
პასუხი: დიდება ალლაჰს!
ქალს შეუძლია სილამაზისთვის ფრჩხილებზე მანიკური წაისვას და ამ მდგომარეობაში ნამაზი შეასრულოს. აბდესის აღების შემდეგ წასმული მანიკური ნამაზისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თუმცა ფრჩხილის ლაქა თუ წყალგაუმტარია, ანუ ფრჩხილზე ცალკეულ ფენას წარმოქმნის და წყლის ფრჩხილზე მიღწევას აბრკოლებს, მაშინ მის მოუცილებლად აღებული დიდი და პატარა აბდესი ბათილია. ასეთ მდგომარეობაში როგორც აბდესია ბათილი ასევე ნალოცი ნამაზიც ბათილია.
ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიის სწავლულები ასე ამბობენ:
„ფრჩხილზე წასმული ლაქა თუ წყალგაუმტარი ნივთიერებაა, მაშინ მის მოუცილებლად აღებული აბდესი ბათილია. თუ ინას მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ფრჩხილს მხოლოდ ფერს უცვლის, ცალკეულ ფენას არ წარმოქმნის და ფრჩხილის დასველებას არ აბრკოლებს, ასეთ მდგომარეობაში აღებული აბდესი მიღებულია.“ (ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისია, ტ. 5; გვ. 218)
ალლაჰმა უკეთესად იცის.