×
რეჯების მთვარეში მარხვის ჰუქმი

    რეჯების მთვარეში მარხვის ჰუქმი

    حكم الصوم في رجب

    < الجورجية – Georgian- ქართული >

    موقع الإسلام سؤال وجواب www.islamqa.info

    —™

    მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე

    რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი

    ترجمة:نودار (شعبان) داويتادز

    مراجعة: فيصل أروجوف

    რეჯების მთვარეში მარხვის ჰუქმი

    კითხვა: რეჯების მთვარეში მარხვის მადლიანობის შესახებ სუნნეთში რამე თუ არის გადმოცემული?

    პასუხი: დიდება ალლაჰს.

    უპირველესად:

    რეჯების მთვარე არის ნაკრძალ მთვარეთაგან ერთ-ერთი, რომლის შესახებაც უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

    إِنَّ عِدَّةَ الشُّهُورِ عِندَ اللهِ اثْنَا عَشَرَ شَهْراً فِي كِتَابِ اللهِ يَوْمَ خَلَقَ السَّمَاوَات وَالأَرْضَ مِنْهَا أَرْبَعَةٌ حُرُمٌ ذَلِكَ الدِّينُ الْقَيِّمُ فَلاَ تَظْلِمُواْ فِيهِنَّ أَنفُسَكُمْ وَقَاتِلُواْ الْمُشْرِكِينَ كَآفَّةً كَمَا يُقَاتِلُونَكُمْ كَآفَّةً وَاعْلَمُواْ أَنَّ اللهَ مَعَ الْمُتَّقِينَ [ سورة التوبة الآية: 36]

    „უეჭველად, თორმეტი[1] თვეა თვეთა რიცხვი ალლაჰის წინაშე, ალლაჰის წიგნში[2], ცათა და დედამიწის გაჩენის დღიდან. მათგან ოთხი თვე ნაკრძალია[3]. სწორედ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშ, ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს. და ებრძოლეთ წარმართებს ერთიანად[4], როგორც თქვენ გებრძვიან ერთიანად, და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა!“ (თევბე, 9/36.)

    ნაკრძალი მთვარეებია: რეჯები, ზილყა'დე, ზილჰიჯჯე და მუჰარრემი.

    აბუ ბექრასგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა:

    (( اَلسَّنَةُ اثْنَا عَشَرَ شَهْرًا، مِنْهَا أَرْبَعَةٌ حُرُمٌ، ثَلَاثٌ مُتَوَالِيَاتٌ: ذُو الْقَعْدَةِ وَذُو الْحِجَّةِ وَالْـمُحَرَّمُ وَرَجَبُ مُضَرَ الَّذِي بَيْنَ جُمَادَى وَشَعْبَانَ.)) [ متفق عليه]

    „წელიწადი თორმეტი მთვარეა. ამათგან ოთხი ნაკრძალია. სამი ერთმანეთის თანმიმდევრობითაა. (ესენია:) ზილყა'დე, ზილჰიჯჯე, მუჰარემი და რეჯები, რომელიც ჯუმადისა და შაღბანის შორის იმყოფება.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 4662; მუსლიმ, ჰ.ნ. 1679.)

    ეს მთვარე, ორი მიზეზის გამო ნაკრძალ მთვარედაა გამოცხადებული:

    1. მტერმა თუ პირველი არ წამოიწყო, ამ თვეში ომი ჰარამია.

    2. ვინაიდან ამ მთვარეში ჩადენილი ჰარამები უფრო დიდ ცოდვად ითვლება, ვიდრე სხვა დროს.

    ამიტომაც უზენაესი ალლაჰი ამ მთვარეში ცოდვის ჩადენას გვიკრძალავს და ასე ბრძანებს:

    فَلاَ تَظْلِمُواْ فِيهِنَّ أَنفُسَكُمْ [ سورة التوبة الآية: 36]

    „ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს.“ (თევბე, 9/36.)

    ცოდვის ჩადენა თუნდ ამ მთვარეებში იყოს და თუნდაც სხვა დროს, ეს ყოველთვის ჰარამი და აკრძალულია. მაგრამ ამ მთვარეებში ჩადენილი ჰარამები უფრო დიდი ცოდვაა.

    ძვირფასი სწავლული აბდურრაჰმან ბინ ნასირ ას-სადი (რჰ.ა.) ასე ამბობს:

    فَلاَ تَظْلِمُواْ فِيهِنَّ أَنفُسَكُمْ [ سورة التوبة الآية: 36]

    „ნუ მოექცევით ამ თვეებში უსამართლოდ თქვენს სულს.“ (თევბე, 9/36.)

    აქ მოცემული ნაცვალსახელი فِيهِنَّ (მათში), შესაძლოა თორმეტივე მთვარეს გულისხმობდეს. უზენაესი ალლაჰი გვატყობინებს, რომ ამ თორმეტ მთვარეში მისდამი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, რათა ამ მთვარეებში მიედინება ადამიანთა ბედი, ადამიანებმა ეს მთვარეები მისდამი მორჩილებაში უნდა გაატარონ, რათა ეს დროები მათ ალლაჰმა უწყალობა და მათ სარგებლობაში მოაქცია. ამიტომაც ამ მთვარეებში საკუთარი სულის მიმართ უსამართლობას მოერიდეთო ბრძანებს.

    აქ მოცემული ნაცვალსახელი فِيهِنَّ (მათში), შესაძლოა მხოლოდ ოთხ მთვარეს გულისხმობდეს. მიუხედავად იმისა რომ უსამართლობა ყოველთვის აკრძალულია, ამ მთვარეებში უფრო მეტად ჰარამობა, ამ მთვარეებში ერთმანეთის მიმართ უსამართლოდ მოპყრობას განსაკუთრებით კრძალავს.“ (თაფსირუ'ს-სადი, გვ. 373.)

    მეორე:

    რაც შეეხება რეჯების მთვარეში მარხვას, ამ მთვარის მთლიანად ან ნაწილობრივ მარხვაში გატარების მადლიანობის შესახებ საჰიჰი ფორმით არაფერი არ არის გადმოცემული.

    ზოგიერთ ხალხს ეს მთვარე სხვა მთვარეებთან შედარებით უფრო მადლიანი ჰგონიათ და ზოგიერთ დღეებს მარხვას უძღვნიან, რასაც შარიათში არავითარი დასაყრდენი არგუმენტი არ გააჩნია. თუმცა შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოცემულია ჰადისი, რომლის მიხედვითაც ნაკრძალ მთვარეებში მარხვა მუსთეჰაბია და რეჯებიც ამ ნაკრძალ მთვარეთაგან ერთ-ერთია.

    (( ... صُمْ مِنَ الْـحُرُمِ وَاتْرُكْ.)) [ رواه أبو داود]

    „...ნაკრძალ მთვარეებში კიდევაც იმარხე და კიდევაც ნუ იმარხავ.“ (აბუ დავუდ, ჰ.ნ. 2428; თუმცა მუჰადდისი ნასირუდდინ ალბანი ამბობს, რომ ეს ჰადისი სუსტია.)

    ეს ჰადისი საჰიჰი რომ იყოს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ნაკრძალ მთვარეებში მარხვა მუსთეჰაბია. ვინც სხვა დანარჩენ ნაკრძალ მთვარეებშიც იმარხულებს და ამავდროულად რეჯების მთვარეშიც იმარხულებს, ამაში საფრთხილო არაფერია. თუმცა მარხვისთვის მხოლოდ რეჯების მთვარის მიძღვნა მიუღებელია.

    შეიხულ ისლამი იბნი თეიმია (რჰ.ა.) ამბობს:

    „რაც შეეხება მხოლოდ რეჯების მთვარის მარხვაზე მიძღვნას, ამის შესახებ ყველა ჰადისი სუსტია, სისუსტეზე უფრო ცრუ ჰადისებია. სწავლულები ამ ჰადისებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს ჰადისები მადლიანობის გადმომცემი სუსტი ჰადისების კატეგორიაშიც კი არ გადის. ამ ჰადისების უმეტესობა ცრუ და შეთხზული ჰადისებია.

    იმამი აჰმედის (რჰ.ა.) მუსნედში ნაკრძალ მთვარეებში (რეჯები, ზილყა'დე, ზილჰიჯჯე და მუჰარრემი) მარხვის შესახებ ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოცემულია ერთი ჰადისი. ეს ჰადისი ყველა ნაკრძალ მთვარეში მარხვას ბრძანებს; მხოლოდ რეჯების მთვარის მარხვაზე მიძღვნას არ ბრძანებს.“ (მეჯმუ'უ'ლ-ფეთაავაა, ტ. 25, გვ. 290.)

    იბნი ყაიიმი (რჰ.ა.) ამბობს:

    „რეჯების მთვარეში მარხვისა და ზოგი დღეების ღვთისმსახურებისთვის გამოყოფის შესახებ არსებული ყველა ჰადისი ცრუ და ცილისმწამებლურია.“ (ალ-მენარუ'ლ-მუნიფ, გვ. 96.)

    ჰაფიზი იბნი ჰაჯერი (რჰ.ა.) ამბობს:

    „რეჯების მთვარის მთლიანად ან ნაწილობრივ მარხვის შესახებ, ან ამ მთვარის ერთი რომელიმე ღამის ღვთისმსახურებაში გატარების მადლიანობის შესახებ არცერთი ჰადისი არ არის ისეთი, რომელიც არგუმენტად გამოდგება ან საჰიჰია.“ (თაბიინუ'ლ-აჯებ, გვ. 11.)

    ძვირფასი სწავლული სეიდ საბიყი ამ თემის შესახებ ასე ამბობს:

    „რეჯების მთვარეში მარხვას სხვა მთვარეებში მარხვისგან განსხვავებით რაიმე განსაკუთრებული მადლიანობა არ გააჩნია. თუმცა რეჯების მთვარე ერთ-ერთი ნაკრძალ მთვარეთაგანია. საჰიჰ სუნნეთში ამ მთვარეში მარხვის განსაკუთრებული მადლიანობის შესახებ არაფერი არ არის გადმოცემული. ამის შესახებ გადმოცემული ჰადისები, არგუმენტად გამოსადეგი ჰადისები არ გახლავთ.“ (ვიყჰუ'ს-სუნნე, ტ.1, გვ. 383.)

    როდესაც ძვირფას სწავლულ მუჰამმედ სალიჰ ალ-უსეიმინს (რჰ.ა.) რეჯების მთვარის 27-ე დღის მარხვაში, ხოლო ღამის ლოცვაში გატარების შესახებ ჰკითხეს, მან ასე უპასუხა:

    „რეჯების მთვარის 27-ე დღის მარხვაში, ხოლო ღამის ლოცვაში გატარებისთვის გამოყოფა ბიდათია. ყოველი ბიდათი გზასაცდენილობაა.“ (მეჯმუ'უ ფეთაავაა იბნი უსეიმინ, ტ. 20, გვ. 440.)

    & & & & & &

    [1] ერთი წელი

    [2] ლევჰი მაჰფუზში

    [3] ესენია: ზულყეღდე, ზულჰიჯჯე, მუჰარრემი და რეჯები.

    [4] ტოტალურად, ყოველ თვეში