რეღაიბის ღამის ბიდათი ნამაზი
This subject translated into
Categories
Sources
Full Description
რეღაიბის ღამის ბიდათი ნამაზი
بدعة صلاة الرغائب
< الجورجية – Georgian- ქართული >
موقع الإسلام سؤال وجواب www.islamqa.info
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: فيصل أروجوف
რეღაიბის ღამის ბიდათი ნამაზი
კითხვა: რეღაიბის ღამის ნამაზი სუნნეთი ნამაზია?
პასუხი: დიდება ალლაჰს.
რეღაიბის ნამაზი, ისლამში შემდგომ გამოგონილი ბიდათია, რომელსაც რეჯების მთვარის პირველ ჯუმა ღამეს, საღამოს ნამაზსა და ღამის ნამაზს შორის ლოცულობენ. ამ ნამაზს თან უსწრებს რეჯების მთვარის პირველი ხუთშაბათის მარხვაში გატარება.
რეღაიბის ნამაზი, პირველად ჰიჯრით 480 წელს „ბეითულ-მაყდის“-ში (იერუსალიმი) გამოიგონეს. ამგვარი ღვთისმსახურების შესახებ არც შუამავლისგან, არც მისი საჰაბეებისგან, არც პირველი სამი თაობისგან და არც მეზჰების იმამებისგან არ არის გადმოცემული. იმის დასამტკიცებლად, რომ რეღაიბის ნამაზი ცუდი ბიდათია და ის არ არის სუნნეთი, შემდეგი გადმოცემებიც საკმარისია:
ისლამის სწავლულები ხალხს ამ ნამაზისგან თავის შორს დაჭერას ურჩევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო გზას ამცდენი ბიდათი.
მაგალითად იმამი ნავავი (რჰ.ა.) ასე ამბობს:
„რეღაიბის ნამაზი, რომელსაც რეჯების მთვარის პირველ ჯუმა ღამეს, საღამოს ნამაზსა და ღამის ნამაზს შორის 12 მუხლად ლოცულობენ და შაღბანის მთვარეში 100 მუხლად შესრულებული ნამაზი, ორივე ცუდი ბიდათი ნამაზებია. ამ ორი ნამაზის შესახებ არ უნდა მოვტყუვდეთ „ყუთუ'ლ-ყულუბ“ (გულების საზრდო) და „იჰიაუ ულუმი'დ-ინ“ (რელიგიური მეცნიერებების გამოცოცხლება) სახელობის წიგნებში რაც წერია და რა ჰადისებიცაა მოყვანილი. რადგანაც ეს ყველაფერი ბათილია. ასევე არ უნდა მოვტყუვდეთ იმას, რომ ზოგიერთმა იმამების ჩანაწერებს, რომლებმაც ჰადისის სანდოობაში შეცდნენ და ეს ნამაზი მუსთეჰაბად სცნეს. რადგანაც ის იმამები, ვინც ასე ამბობენ, ამ საკითხში ცდებიან. იმამ აბუ მუჰამმედ აბდურრაჰმან ბინ ისმაილ ალ-მაყდისიმ ამ ნამაზის ბათილობის შესახებ წიგნი დაწერა და ეს საკითხები ძალიან კარგად განიხილა. უზენაესი ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან.“[1]
ასევე იმამი ნავავი (რჰ.ა.) საჰიჰი მუსლიმის განმარტებაში ასე წერს:
„ალლაჰმა დასწყევლოს ის, ვინც ეს ბიდათი (რეღაიბის ნამაზი) გამოიგონა. ეს ნამაზი, გზასაცდენილობად და უვიცობად ითვლება, რომელიც ცუდ ბიდათებს მიეკუთვნება. ამ ბიდათის ცუდობა ღია და ცხადია. ძალიან ბევრ სწავლულს, ამ ბიდათის ცუდობის, ბათილობისა და ამ ნამაზის მლოცველთა გზასაცდენილობის შესახებ უთვალავი წიგნები დაუწერიათ.“
იბნი აბიდიინიც (რჰ.ა.) ჰაშიეში ასე ამბობს:
„ალ-ბაჰრუ'რ-რაიყ სახელობის წიგნის ავტორი ასე ამბობს:
...ამგვარად ვგებულობთ, რომ რეჯების მთვარის პირველ ჯუმა ღამეს დაწესებული რეღაიბის ნამაზისთვის შეკრება მოუწონარი და ბიდათი საქმეა...
ერთერთ დიდ სწავლულს ნურედდინ ალ-მაყდისის, ამ ბიდათის შესახებ წიგნი აქვს დაწერილი, სახელად „რედ'უ'რ-აღიბ 'ან სალათი'რ-რეღაიბ“. წიგნის ავტორს ამ ნაშრომში ოთხი მეზჰების ძველი და ახალი სწავლულების შეხედულებები დეტალურად აქვს მოყვანილი.“[2]
იბნი ჰაჯერ ალ-ჰეისემის (რჰ.ა.) კითხეს:
„რეღაიბის ნამაზის ჯამაათით ლოცვა ნებადართულია თუ არა?“
მან ამ კითხვას ასე უპასუხა:
„...რაც შეეხება რეღაიბის ნამაზეს, ეს ისეთივე ნამაზია, როგორც ყველასათვის ცნობილი შაღბანის მთვარის შუაში შესრულებადი ნამაზი. ამიტომაც ეს ორი ნამაზი ცუდი და ისლამში გაკიცხული ბიდათი ნამაზებია. ამ ორი ნამაზის შესახებ გადმოცემული ჰადისები ცრუ ჰადისებია. ამიტომაც ასეთი ნამაზის გინდ დამოუკიდებლად და გინდაც ჯამაათით ლოცვა სწავლულთა წინაშე მოუწონარ საქციელად ითვლება.“[3]
მალიქი მეზჰების სწავლულთაგან იბნ-ი'ლ-ჰაჯი (რჰ.ა.) ასე ამბობს:
„ამ ძვირფას მთვარეში (რეჯები) გამოგონილ ბიდათთა შორის არის რეჯების პირველ ჯუმა ღამეს ლოცვადი ნამაზი, რომელსაც მეჩეთებსა და სამლოცველოებში ლოცულობენ. ხალხი თავიანთი ქვეყნების მეჩეთებსა და სამლოცველოებში იკრიბებიან და ამ ბიდათს ასრულებენ, ისე როგორც შარიათით დადგენილ ფარძ ნამაზებს, ჯამაათით იმამის უკან ლოცულობენ....
ამ თემასთან დაკავშირებით იმამი მალიქის (რჰ.ა.) მეზჰები (შეხედულება) არის შემდეგი: უეჭველად, რეღაიბ ნამაზის შესრულება მექრუჰი საქმეა. რადგანაც ეს ნამაზი არ მიეკუთვნება იმ საქმეებს, რასაც ჩვენზე წინ მყოფები აკეთებდნენ. სიკეთისა და ხეირის ყველა სახეობა, მათზე მიყოლაშია. უზენაესი ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათგან.“[4]
შეიხულ ისლამი იბნი თეიმია (რჰ.ა.) ამ თემის შესახებ ასე მაბობს:
„რაც შეეხება რეჯების მთვარის პირველ ჯუმა ღამეს ლოცვადი რეღაიბ ნამაზის, რეჯების მთვარის დასაწყისსა და შაღბანის მთვარეს შუაში ლოცვადი 1000 მუხლიანი ნამაზის, რეჯების ოცდამეშვიდე ღამეს ლოცვადი ნამაზისა და მსგავსად კონკრეტული დროით, მუხლებითა და კითხვის ფორმით დაკონკრეტებული ნამაზების ჯამაათით ლოცვის შესახებ დასმული კითხვების შესახებ გეტყვით, რომ: ასეთი საქციელი ისლამის სწავლულთა საერთო აზრის მიხედვით დაუშვებელია. რადგანაც ავტორიტეტული სწავლულები ასე ამბობენ. ამგვარ ბიდათს უვიცი მობიდათეს გარდა სხვა არავინ არ გამოიგონებს. რჯულში ასეთი კარის გახსნა, იმ პირებს შეუწყობს ხელს, ვისაც რჯულში რამის შეცვლა და ალლაჰის მიერ ნებადაურთავი საკითხების ნებადართულად გამოცხადება სურთ.“[5]
შეიხულ ისლამი იბნი თეიმია (რჰ.ა.) რეღაიბ ნამაზის შესახებ კიდევ ასე ამბობს:
„ასეთი ნამაზი არც ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.), არც საჰაბეთაგან, არც თაბიინთაგან და არც მუსლიმთა იმამთაგან არცერთს არ ულოცავს. არც ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.), არც სელეფთაგან რომელიმეს და არც იმამთაგან რომელიმეს ამ ნამაზის ლოცვისთვის არ მოუწოდებიათ. ამ ღამის მადლიანობის შესახებ არაფერი არ უხსენებიათ. ამის შესახებ ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) გადმოცემული ჰადისების შესახებ ჰადისის სწავლულები ერთიანად თანხმდება, რომ ესენი ცრუ ჰადისებია. ამიტომაც მომდევნო თაობის სწავულებიბი ამბობენ, რომ: რეღაიბის ნამაზი მექრუჰია, სუნნეთი არ არის.“[6]
ფიყჰის ენციკლოპედიაშიც ასეა ნათქვამი:
„ჰანეფი და შაფი მეზჰების სწავლულები, რეჯების მთვარის პირველ ჯუმას ან შაღბანის მთვარის შუაში კონკრეტული ფორმით და კონკრეტული მუხლებით დადგენილი რეღაიბ ნამაზის ბიდათობაზე ერთ აზრს ადგანან...
აბუ'ლ-ფერაჯ ბინ ალ-ჯევზი (რჰ.ა.) ასე აგრძელებს:
სხვადასხვა მხრივ დამტკიცებულია, რომ ეს ნამაზი ცუდი ბიდათია. საჰაბეების, თაბიინებისა და მუჯთეჰიდი ალიმებისგან ამ ორი ნამაზის შესახებ გადმოცემული არაფერია. ეს ნამაზები შარიათით დადგენილი რამე რომ ყოფილიყო, პირველი თაობის მუსლიმებს არავითარ შემთხვევაში არ გამორჩებოდათ. ეს ორი ნამაზი მხოლოდ ჰიჯრით ოთხასი წლის შემდეგ იქნა გამოგონილი.[7]
[1] იმამ ნავავი, ალ-მეჯმუ', ტ. 3, გვ. 548.)
[2] იბნი აბიდდინ, ჰაშიე, ტ. 2, გვ. 26.
[3] ალ-ფეთაავაა'ლ-ფიყჰიიეთუ'ლ-ქუბრა, ტ. 1, გვ. 216.
[4] იბნ-ი'ლ-ჰაჯ ალ-მალიქი, ალ-მადჰალ, ტ. 1, გვ. 294.
[5] ალ-ფეთაავაა'ლ-ქუბრა, ტ. 2, გვ. 239.
[6] ალ-ფეთაავაა'ლ-ქუბრა, ტ. 2, გვ. 262.
[7] ფიყჰის ენციკლოპედია, ტ. 22, გვ. 262.