×
თავიანთ დღესასწაულებზე “ბედნიერ წელს გისურვებთ” ამგვარად ქაფირებზე მილოცვის შესახებ რას გვეტყვით? ჩვენ ამით მხოლოდ კარგად ყოფნას ვუსურვებთ. რადგანაც ისინი ჩვენ არ გვავიწროებენ ჩვენი რწმენის გამო. როგორც ზოგიერთები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მათი შირქის გამო მილოცვააო, ჩვენ ამას არ ვისახავთ მიზნად. კითხვას პასუხობს პატივცემული შეიხი მუჰამმედ საიჰ ალ მუნაჯჯიდი, რომელიც არგუმენტირებულად ხსნის თუ რატომაა ჰარამი ქრისტიანებზე და ზოგადად არამუსლიმებზე თავიანთი დღესასწაულების მილოცვა, მათ დღესასწაულებზე დასწრება ან მსგავსი მოქმედება.

    ქრისტიანებზე თავიანთი დღესასწაულების მილოცვის ჰუქმი

    تهنئة النصارى في أعيادهم

    < الجورجية – Georgian- ქართული >

    موقع الإسلام سؤال وجواب www.islamqa.info

    —™

    მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე

    რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი

    ترجمة:نودار (شعبان) داويتادز

    مراجعة: فيصل أروجوف

    ქრისტიანებზე თავიანთი დღესასწაულების მილოცვის ჰუქმი

    კითხვა: თავიანთ დღესასწაულებზე “ბედნიერ წელს გისურვებთ" ამგვარად ქაფირებზე მილოცვის შესახებ რას გვეტყვით? ჩვენ ამით მხოლოდ კარგად ყოფნას ვუსურვებთ. რადგანაც ისინი ჩვენ არ გვავიწროებენ ჩვენი რწმენის გამო. როგორც ზოგიერთები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს მათი შირქის გამო მილოცვააო, ჩვენ ამას არ ვისახავთ მიზნად.

    პასუხი: დიდება ალლაჰს!

    თავიანთი დღესასწაულების ქრისტიანებზე მილოცვაში საფრთხილო ის გახლავთ, რომ მათ მიმართ თავიანთი დღესასწაულების გამო სიხარული, მათი გამხნევება და მათ მიერ გაკეთებუსლის დამოწმებაა, შეიძლება გულით ამას არ ფიქრობ, თუმცა ზედაპირულად ასე ჩანს.

    რა ფორმითაც არ უნდა იყოს მათ დღესასწაულებზე დასწრება და მათზე ამ დღესასწაულების მილოცვა ყველასთვის ერთნაირად ჰარამია. ასევე ჰარამია: დღესასწაულის მიზნით მათზე საჩუქრის ჩუქება, მათი დალოცვა, მათი სქმეების შესრულება, საჭმელების მომზადება ან მათ გასართობ ადგილებზე წასვლა და გართობა.

    ამას თუნდაც რომ ცუდი ზრახვით არ აკეთებდეს კაცი, კეთილი ზრახვა (ნიეთი) ჰარამ საქმეს ჰალალად ვერ აქცევს.

    როგორც ვიცით ამ საქმის მიმართ თავისუფლად მმოქმედნი ამ საქმეში ქრისტიანების შირქში შეზიარებას არ გულისხმობენ. მათ ამ საქმისკენ ხან ხათრი, ხან რიდი უბიძგებს ხოლმე. არა და ბათილზე ხათრი არ შეიძლება. პირიქით მიუღებელი და მოუწონარი რამეების უარყოფა და მისი შეცვლა აუცილებელია. დღესასწაულზე ქრისტიანების გასახარად მმოქმედნი, ქრისტიანების ეკლესიაში წამსვლელნი და მათთან ერთად მლოცველნი, მხოლოდ მიზეზს ეძებენ, რომ თურმე გულით არა და მხოლოდ დასანახად აკეთებენ ამას.

    შეიხულ ისლამი იბნი თეიმიე (რჰ.ა.) ამ თემასთან დაკავშირებით ასე ამბობს:

    დღესასწაულებისთვის დამახასიათებელი რამით ქრისტიანებზე მიბაძვა, მუსლიმისთვის ჰალალი არ არის.“

    მუსლიმანებისთვის ამ მიზნით წვეულების გამართვა, საჩუქრების ჩუქება და მიღება, დღესასწაულის აღნიშნვაში დახმარება, ნაძვისხის, სანთელის და მსგავსი რამეების გაყიდვა, ამ დღესასწაულებზე ბავშვების გასართობად გაგზავნა და ამ დღისთვის მორთვა მოკაზმვა ჰალალი არ არის.

    მუსლიმებს ქრისტიანების დღესასწაულისთვის რამის გამოყოფის ან დათმობის უფლება არ აქვთ. პირიქით ქრისტიანების დღესასწაული მუსლიმებისთვის კვირის სხვა ჩვეულებრივი დღეებივით უნდა იყოს. მუსლიმები ამ დღეს ქრისტიანებისთვის დამახასიათებელ რამეებს ვერ დაუთმობენ. მუსლიმებისთვის ქრისტიანების დღესასწაულზე ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმეს გაკეთება, რომ ჰარამია ამაზე ყველა სწავლული ერთიანად თანხმდება, ამას არავინ არ უარყოფს და განსხვავებულ აზრს არ გამოხატავს ვინმე. უფრო მეტიც, ზოგიერთი სწავლული საკითხს უფრო მკაცრად ეკიდება და ამბობს, რომ ვინაიდან ამ დღესასწაულებზე ქუფრის დიდების საკითხია ამგვარად მომქცევი ქაფირი გახდება.

    სწავლულთა ერთი ჯგუფი კი ასე ამბობს:

    ვინც ქრისტიანების დღესასწაულზე პირუტყვი დაკლას, მან თითქოს და ღორი დაკლა ასე იქნება ეს მისთვის.

    აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ალ-'ასისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს:

    (( مَنْ تَأَسَّى بِبِلاَدِ الْأَعَاجَمِ، وَصَنَعَ نَيْرُوزَهُمْ وَمِهْرَجَانَهُمْ، وَتَشَبَّهَ بِهِمْ حَتَّى يَمُوتَ وَهُوَ كَذَلِكَ، حُشِرَ مَعَهُمْ يَوْم الْقِيَامَة.)) [ رواه البيهقي بإسناد جيد]

    „ვინც უცხოელების ქვეყნიდან მათი ხალხის მაგალითს აიღებს, მათთან ერთად მათი ნავრუზისა და მიჰრიჯანის დღესასწაულებს აღნიშნავს და სიკვდილამდე ასე გააგრძელებს, ის განკითხვის დღეს მათთან ერთად აღდგება.[1][2]

    მორწმუნეთა მბრძანებლის ომარ ბინ ხატტაბს და საჰაბეებს (რ.ა.) თავიანთ ქვეყანაში მცოხოვრებ ქრისტიანებისგან პირობა ქონდათ მიღებული, რომ ისინი თავიანთ სახლებში აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულებს და სახალხოდ არ გამოფენდნენ.

    სელეფთაგან ბევრი ვინმე უზენაესი ალლაჰის ამ სიტყვებს:

    وَالَّذِينَ لَا يَشْهَدُونَ الزُّورَ وَإِذَا مَرُّوا بِاللَّغْوِ مَرُّوا كِرَامًا

    „რომელნიც, არ დაამოწმებენ ცრუდ და როდესაც გადაეყრებიან ფუჭ სიტყვებს ღირსეულად გაეცლებიან (მას).“[3]

    ასეთ თაფსირს უკეთებენ: „ისინი, რომელნიც ქაფირების დღესასწაულს არ დაესწრებიან“

    და თუ ეს ბრძანება, მხოლოდ დასწრების შესახებაა მათთვის დამახასიათებელი რამის გაკეთება როგორ იქნება?

    ალლაჰის შუამავალიც (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს:

    (( مَنْ تَشَبَّهَ بِقَوْمٍ فَهُوَ مِنْهُمْ.)) [ رواه أبو داود وأحمد ]

    „ვინც, რომელიმე ხალხს დაემსგავსება ის ერთ-ერთი მათგანია.“[4] (ვინც, მათ მსგავსად ჩაიცვას, მათი გზით იაროს და მათი მსგავსი საქმეები აკეთოს, ცოდვებში და მადლში მათთან ერთადაა.)

    ერთი სხვა გადმოცემის მიხედვით ასე ბრძანებს:

    (( لَيْسَ مِنَّا مَنْ تَشَبَّهَ بِغَيْرِنَا لَا تَشَبَّهُوا بِالْيَهُودِ وَلَا بِالنَّصَارَى...) [ رواه الترمذي ]

    „ჩვენგან არაა ის, ვინც ჩვენს გარდა სხვას დაემსგავსება. ნუ დაემსგავსებიდთ იუდეველებს და ნუ დაემსგავსებით ქრისტიანებს.“[5]

    როდესაც ტრადიციებში მიბაძვისთვის ასე ვართ გაფრთხილებულნი ამაზე უფრო მწვავე საკითხებში რა იქნება?

    იმამების უმრავლესობა ქრისტიანების დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცის ჭამას მექრუჰად, ან თაჰრიმენ მექრუჰად ან თანზიჰენ მექრუჰად თვლიან.

    ასევე მათზე რამის ჩუქება ან რამის მიყიდვასაც, მათ დღესასწაულებზე დახმარებად და ხელის შეწყობად ჩაუთვლიათ და ასე უთქვამთ:

    „დღესასწაულზე გამოსაყენებელი რამის ქრისტიანზე მიყიდვა მუსლიმისათვის ჰალალი არ არის. მათზე ხორცის, სამოსელის მიყიდვა ან ცხენის (ტრანსპორტის) მიქირავება მუსლიმისთვის ჰალალი არ არის. მათი რწმენის მხრიდან დავალებულ საქმეში მუსლიმი მათ ვერ დაეხმარება.çრადგანაც ეს მათი შირქის მიმართ პატივისცემაა და ქუფრში დახმარებას ნიშნავს. მუსლიმმა სახელმწიფო მმართველმა მუსლიმ ხალხს ესენი უნდა აუკრძალოს.

    რადგან უზენაესი ალლაჰი ამ თემაზე ასე ბრძანებს:

    وَتَعَاوَنُوا عَلَى الْبِرِّ وَالتَّقْوَىٰ ۖ وَلَا تَعَاوَنُوا عَلَى الْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ ۖ إِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ

    (მორწმუნეებო!) სიკეთესა და ღვთისმოსაობაში ერთმანეთს დაეხმარეთ და ნუ დაეხმარებით ბოროტებასა და მტრობაში. ალლაჰის შიში გქონდეთ. უეჭველად ალლაჰი მკაცრი სასჯელის მქონეა.“[6]

    გარდა ამისა მუსლიმი ქრისტიანს ღვინის დაწურვაში და მის რეალიზაციაშეიც ვერ დაეხმარება. როდესაც მდგომარეობა ასეა თვით ქუფრის პირობათაგან რომელიმე საქმის გაკეთება როგორ იქნება?

    ვინაიდან მუსლიმისთვის ჰალალი არ არის ქრისტიანს სასმელის დალევაში ხელი შეუწყოს, ამ საქმეს თვითონ როგორ გააკეთებს?[7]

    ალლაჰმა უკეთესად იცის.


    [1] ბეიჰაყი კარგი ჯაჭვით გადმოგვცემს.

    [2] იბნი ყაიიმ ალ-ჯევზი, მუსლიმთა მფარველობის ქვეშ მყოფი არამუსლიმების შესახებ დადგენილებები, ტ 1, გვ: 723-724

    [3] ფურყან, 25/72.

    [4] იმამ აჰმედ, 2/50. აბუ დავუდ, 4/314. იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ"; ტ: 1, გვ: 279'ში ჰადისის სენედი კარგიაო ამბობს. სუიუტიც "ალ-ჯამიუ'ს-საღირ", 5893'ში აღნიშნულია, რომ ეს ჰადისი ჰასენია.

    [5] თირმიზი როგორც ჯეიდი ანუ კარგი ჰადისი ისე გადმოგვცემს.

    [6] მაიდე, 5/2.

    [7] მეჯმუ'უ'ლ-ფეთეთავა; ტ: 25, გვ: 329-330; იბნი თეიმიე, "იყთიდაუ ს-სირატი'ლ-მუსთაყიმ", ტ: 1, გვ: 271.