შემოკლებული სასარგებლო ცნობარი მუსლიმისთვის
This subject translated into
Categories
Full Description
შემოკლებული სასარგებლო ცნობარი მუსლიმისთვის
ავტორი
მუჰამმად აშ-შაჰრი
2021-1443
ბოლო რედაქტირების თარიღი 1443 / 05 /04
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა შემწყალებლისა
შესავალი
ქება დიდება სამყაროების ღმერთს, ლოცვა და მშვიდობა უპატივცემულესს მოციქულებსა და შუამავლებს შორის, ჩვენს მოციქულ მუჰამმადს, მის ოჯახსა და ყველა მის მეგობარს.
ამის შემდეგ:
დიდებული ალლაჰის მოწყალებიდანაა ადამიანზე, რომ უწყალობა მას ისლამი და განამტკიცა მასში, რომ იმოქმედოს მისი წესებითა და კანონებთ.ამ წიგნში მუსლიმს შეუძლია შეისწავლოს ის საფუძვლები, რომლითაც დგას მისი რელიგია, შემოკლებული ფორმით, რომლითაც ეს დიდებული რელიგია გახდება მისთვის ნათელი; მოემატება მას ცოდნა თავის ღმერთზე, დიდებულია ის, თავის რელიგია ისლამზე და შუამავალ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე)და ეთაყვანება მის დიდებულ ღმერთს გამჭრიახი გონებითა და ცოდნით.
ალლაჰის მონების შექმნის სიბრძნე
ალლაჰმა გაგვაჩინა ჩვენ დიდებული სიბრძნით და ეს არის თაყვანისცემა მასზე ერთადერთზე, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, როგორც ბრძანა ალლაჰმა ყურანში:﴿ وَمَا خَلَقْتُ الْجِنَّ وَالْإِنْسَ إِلَّا لِيَعْبُدُونِ﴾ (არ შემიქმნია მე ჯინები და ადამიანები თუ არა ჩემდა თაყვანისცემისთვის)( სურა აზ-ზაარიაათ:56 )ანუ : გახადოს ის ერთადერთი თაყვანისცემაში, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე,ეს უდიდესი მიზანი ტრიალებს ყოველი ჩვენი საქმის თუ ჩვენი მისწრაფებების ირგვლივ ამქვეყნად, როგორც ბრძანა წმინდა ალლაჰმა:﴿ أَفَحَسِبْتُمْ أَنَّمَا خَلَقْنَاكُمْ عَبَثًا وَأَنَّكُمْ إِلَيْنَا لا تُرْجَعُونَ * (განა გგონიათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშედაბრუნებულნი არ იქნებით?فَتَعَالَى اللَّهُ الْمَلِكُ الْحَقُّ لا إِلَهَ إِلا هُوَ رَبُّ الْعَرْشِ الْكَرِيمِ﴾ ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია, არ არსებობს ღვთაება მის გარდა, იგია ღმერთი კურთხეული 'არშისა)(სურა მორწმუნენი:115-116)
ჩემი ღმერთი ალლაჰია
თქვა დიდებულმა:﴿ يَا أَيُّهَا النَّاسُ اعْبُدُوا رَبَّكُمُ الَّذِي خَلَقَكُمْ وَالَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ﴾ (ჰეი, ადამიანებო! თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ! რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ!)(სურა ბაყარა:21)
ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ هُوَ اللَّهُ الَّذِي لَا إِلَهَ إِلَّا هُوَ﴾ (იგია ალლაჰი და არ არსებობს ღვთაება გარდა მისი)(სურა ალ-ჰაშრ : 22)
ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ لَيْسَ كَمِثْلِهِ شَيْءٌ وَهُوَ السَّمِيعُ الْبَصِير﴾ (არ არსებობს რაიმე მსგავსი მისი და ის ყოვლისმსმენი ყოვლისმხედველია)(სურა აშ-შურა: 11)
ალლაჰი ჩემი და ყოველივეს ღმერთია, მეუფე, ყოვლისშემქმნელი, სარჩოს მომცემი, ყოვლისმმართველი.
მხოლოდ ის ერთადერთი იმსახურებს თაყვანისცემას, არაა სხვა ღვთაება გარდა მისი და მას არ ჰყავს თანაზიარი.
მას ეკუთვნის საუკეთესო სახელები და დიდებული თვისებები, რომლებიც დაადასტურა მან თვითონ და დაადასტურა მისმა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე), რომ ამ სახელებმა მიაღწიეს საბოლოო სრულყოფილებისა და სილამაზის სისრულეს(მიზანს) და არ არსებობს რაიმე მსგავსი მისი, ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
მისი საუკეთესო სახელებიდანაა:
სარჩოსმომცემი, მწყალობელი, ყოვლისშემძლე, მეუფე(რომელსაც გააჩნია ძალაუფლება) , ყოვლისმსმენი, უწმიდესი (სიკეთისა და მშვიდობის მომცემი), ყოვლისმხედველი, მზრუნველი და მფარველი, ყოვლისშემქმნელი, გამჭრიახი, კეთილი , საკმარისი, მპატიებელი.
არ - რაზზაყ (სარჩოს მომცემი): ის, ვინც ზრუნავს თავისი მონების საარსებო წყაროზე, რომლითაც ცოცხლობს მათი გულები და სხეულები.
არ - რაჰმან ( შემწყალებელი ): უდიდესი და ყოვლისმომცემი მოწყალების მქონე, რომელიც მოიცავს ყველაფერს.
ალ-ყადირ( ყოვლისშემძლე ): რომელსაც ეკუთვნის ყოვლისშემძლეობა. ის არ განიცდის არც სისუსტეს, არც მოდუნებას.
ალ - მალიქ( მეუფე ): ის აღწერილია უდიდესი თვისებებით როგორიც, არის მორჩილების თუ მართვის ატრიბუტებით. ის არის ყოველივეს მარრთველი, მბრძანებელი.
ას-სამიიღ (ყოვლისმსმენი): რომელსაც ესმის ყოველივე ის, რაც ითქვა ფარულად თუ აშკარად, მას ესმის თავისი მონების ვედრება და მორჩილება მასზე.
ას-სალამ (უწმინდესი )(სიკეთის და მშვიდობის მომცემი): ის წმინდაა ყოველი ნაკლოვანებისაგან, უბედურებისაგან.
ალ-ბასიირ (ყოვლისმხედველი ): რომლის ხედვაც მოიცავს ყოველივეს პატარა იქნება ის, თუ უწვრილესი. ის მხედველია ყოველივესი, ფარულისა თუ აშკარასი.
ალ-ვაქიილ(მზრუნველი): უზრუნველმყოფი სარჩოთი მისი მონების, პასუხისმგებელი მათზე და მათ გამოსწორებაზე, რომელიც ზრუნავს თავის მსახურებზე, უადვილებს და უზრუნველყოფს მათ საქმეებს.
ალ-ხაალიყ( შემქმნელი ): რომელიც ქმნის ისეთ რაიმეს, რომლის მსგავსიც არ იყო წინათ.
ალ-ლატიიფ(მოწყალე): რომელიც აფასებს თავის მსახურებს, იწყალებს მათ და აძლევს, რასაც ითხოვენ.
ალ-ქააფიი(უზრუნველმყოფი): რომელიც უზრუნველყოფს თავის ყველა მსახურს იმით, რაც ესაჭიროებათ, რომლისთვისაც საკმარისია მისი დახმარება სხვებისგან განსხვავებით, მისგან ითხოვენ დახმარებას და სხვა არავისგან.
ალ-ღაფუურ(მპატიებელი): რომელიც წმინდავს მის მსახურებს უბედურებისა თუ ცოდვებისაგან და არ სჯის მათ.
ჩემი შუამავალი მუჰამმადი ( ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე)
ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ لَقَدْ جَاءَكُمْ رَسُولٌ مِنْ أَنْفُسِكُمْ عَزِيزٌ عَلَيْهِ مَا عَنِتُّمْ حَرِيصٌ عَلَيْكُمْ بِالْمُؤْمِنِينَ رَءُوفٌ رَحِيمٌ﴾ "და მოვიდა თქვენთან შუამავალი თქვენგანვე მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე, მიმტევებელი და მოწყალეა მორწმუნეებისადმი".(ათ-თავბა: 128)
თქვა დიდებულმა:﴿ وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلا رَحْمَةً لِلْعَالَمِينَ﴾ "და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა სამყაროთა მოწყალებად".(ალ-ანბია :107)
მუჰამმადი ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე არის მოწყალე და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი:
ის მუჰამმადია იბნ აბდულლაჰ იბნ აბდულ მუტალიბ იბნ ჰააშიმ ყურეიშელებიდან, ხოლო ყურეიშელები - არაბებიდან.
დედამისი: ამინა ვაჰბის ასული. მისი ძიძა ჰალიიმათ ასა'დიათ. შუამავალი ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე დაქორწინდა თერთმეტ ქალზე და ცხრა მათგანი გარდაიცვალა მის სიცოცხლეშივე.
შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე ) ჰყავდა შვიდი შვილი. მათგან სამი ბიჭი და ოთხი გოგო. ბიჭებიდან: ყაასიმი, აბდულლაჰი და იბრაჰიმი. გოგონებიდან: ზაინაბი, რუყაია, უმ ქულსუმი და ფატიმა.
გევალდებულება მასზე მორჩილება იმაში, რაც ბრძანა, დაამოწმა და გამცნო და უნდა გაშორდე იმას, რაც აკრძალა და უნდა შეიკავო თავი მისგან. არ ეთაყვანო ალლაჰს გარდა იმისა, რაც მან დააკანონა.
მისი გზავნილი და ყველა შუამავლების გზავნილი მის უწინარეს იყო მოწოდება ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისაკენ, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ وَمَا أَرْسَلْنَا مِنْ قَبْلِكَ مِنْ رَسُولٍ إِلَّا نُوحِي إِلَيْهِ أَنَّهُ لَا إِلَهَ إِلَّا أَنَا فَاعْبُدُونِ﴾ "და არ წარგვიგზავნია შენზე უწინ ერთი შუამავალიც კი, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის: არ არსებობს ღვთაება ჩემს გარდა, და მე მეთაყვანეთ".(ალ - ანბია :25)
ის იყო შუამავლებისა და გზავნილების ბოლო ბეჭედი, როგორც თქვა წმინდა ალლაჰმა :﴿ مَا كَانَ مُحَمَّدٌ أَبَا أَحَدٍ مِنْ رِجَالِكُمْ وَلَكِنْ رَسُولَ اللَّهِ وَخَاتَمَ النَّبِيِّينَ وَكَانَ اللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمًا﴾ "და არ იყო მუჰამმადი არცერთი თგვენგანის მამა, მაგრამ ის ალლაჰის გზავნილი და შუამავლების ბეჭედია. უეჭველად ალლაჰი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა".(ალ -აჰზააბ:40)
ის წარმოგზავნა ალლაჰმა ისლამის რელიგიით ყველა ადამიანებზე, როგორც თქვა წმინდა ალლაჰმა:﴿ وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا كَافَّةً لِلنَّاسِ بَشِيرًا وَنَذِيرًا وَلَكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ﴾ "და არ წარგვიგზავნიხარ შენ თუ არა ყველა ხალხისთვის მახარობლად და გამაფრთხილებლად, მაგრამ ხალხის უმრავლესობამ არ იცის".(საბა : 28)
მას (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) აქვს უდიდესი უფლებები ყველა მუსლიმანზე, როგორიცა:
1- მისი შუამავლობის რწმენა და დაჯერება, მისი დიდებული შარიათის დაცვა, რომლითაც იქნა ის წარმოგზავნილი, დაემორჩილო და მიჰყვე მას. თქვა ალლაჰმა :﴿ وَمَا يَنْطِقُ عَنِ الْهَوَى * (და ის არ ლაპარაკობს თავისი ნებითإِنْ هُوَ إِلَّا وَحْيٌ يُوحَى﴾ ის მხოლოდ ზეშთაგონებული გამოცხადებაა".(ან-ნაჯმ 3:4)
2- ვალდებულებაა, რომ უყვარდეს ﷺ ის და მისი სიყვარული უნდა დააყენოს თავის სულზე, მშობლებზე და ყველა ქმნილებაზე წინ. ეს სიყვარული გამოიხატება მის მიერ მოტანილ ჭეშმარიტების გზაზე მიყოლაში, მორჩილებაში იმაზე, რაც გვიბრძანა, გაშორება და თავის შეკავება იმისგან, რაც მან აკრძალა.
3- ვალდებულებაა, რომ დააფასოს ის, დაეხმაროს, შეაქოს და პატივი სცეს მას ﷺ .
4- დალოცოს ის შემდეგინაირად: ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა იყოს მასზე, შესთხოვოს ალლაჰს, რომ აამაღლოს ის და დააფასოს. შუამავალმა ﷺ თქვა:"ვინც დამლოცა მე ერთხელ, დალოცა ალლაჰმა ის ათჯერ".გადმოცემულია მუსლიმისგან.
5 - შუამავალმაﷺ აკრძალა გადაჭარბება მის უფლებებში და მისი ამაღლება იმ საფეხურზე მაღლა, რომელიც უბოძა მას ალლაჰმა და გაგვაფრთხილა შუამავალმა ﷺ მკაცრი გაფრთხილებით, რომელმაც თქვა:"არ განმადიდოთ ისე, როგორც განადიდეს ქრისტიანებმა ისა(იესო) მარიამის ძე. ჭეშმარიტად, მე მისი მონა ვარ და თქვით: ალლაჰის მონა და შუამავალი. გადმოცემულია ბუხარისაგან".
შუამავლის ﷺ აღწერილობა:
მართალი, მოწყალე, კეთილშობილი, მომთმენი, მამაცი, გულუხვი, კარგი ზნეობის, სამართლიანი, თავმდაბალი, მპატიებელი.
ძვირფასი ყურანი ჩემი ღმერთის სიტყვაა
ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ يا أيها الناس قد جاءكم برهان من ربكم وأنزلنا إليكم نورًا مبيناً﴾ "ჰეი თქვენ ადამიანებო უკვე მოვიდა თქვენთან მტკიცებულება თქვენი ღმერთისგან და გარდმოავლინა თქვენთვის ცხად სინათლედ".(ან-ნისა: 174)
ძვირფასი ყურანი არის ალლაჰის სიტყვა, რომლითაც ის საუბრობს ჭეშმარიტებაზე, რომელიც გარდმოავლინა მის შუამავალ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე)იმისთვის, რომ იქმნას გამოყვანილი ხალხი სიბნელიდან სინათლისკენ და დაადგინოს ისინი პირდაპირ, ჭეშმარიტ გზაზე.ვინც წაიკითხა ის მიიღო უდიდესი მადლი, ხოლო ვინც იმოქმედა მისი ჭეშმარიტებით - დაადგა პირდაპირ გზას.გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით), რომელმაც თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე:"ვინც წაიკითხა ალლაჰის წიგნიდან ერთი ასო - მიიღებს ერთ მადლს, რომელიც უდრის ათ მადლს, მე არ ვამბობ, რომ (ალიფ, ლაამ, მიიმ) არის ერთი ასო, არამედ ალიფი - არის ერთი ასო, ლაამ - ერთი ასო და მიიმ - ერთი ასო)".გადმოცემულია თირმიზისგან.
დაიცვა ის ალლაჰმა ყველანაირი ცვლილებისა თუ რედაქტირებისგან და გახადა ის სამუდამო მტკიცებულებად განკითხვის დღემდე, თქვა წმინდა ალლაჰმა:﴿ إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا الذِّكْرَ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ﴾ "ჩვენ ის გარდმოვავლინეთ შეხსენებად და ჩვენ ვართ მისი დამცველნი".(ალ-ჰიჯრ : 9)ყოველი, ვინც ამტკიცებს, რომ ყურანი არის ნაკლული ან რედაქტირებული - ის იტყუება დიდებულ ალლაჰზე და მის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) და ის არის ისლამის რელიგიიდან გასული.
ყურანი შეიცავს ყველაფერს, რასაც შეიცავდა წინათ გარდმოვლენილი წიგნები. დაემატა მასში ღვთაებრივი მოთხოვნები და სულიერი ზნეობები, დასტურად იმისა, რაც მოვიდა მასში ჭეშმარიტება და არ არსებოს სხვა წიგნი ამ დროში დიდებული ალლაჰიდან, რომ გვავალდებულებდეს მიყოლას მასზე და მის სიწმინდეზე, ეთაყვანო მისი კითხვით და იმოქმედო მისით, გარდა ძვირფასი ყურანისა.
ისლამი ჩემი რელიგიაა
რელიგია შედგება სამი საფეხურისგან: ისლამი, იმანი და იჰსანი.
პირველი საფეხური: ისლამი
ისლამი არის: მორჩილება ალლაჰზე თავჰიდით (ერთღმერთიანობით), მიყოლა მასზე მორჩილებით, გაშორება შირქისგან და იმათგან, ვინც მას აკეთებს(შირქს).
ისლამის საფუძვლები:
თქვა შუამავალმა ﷺ:"ისლამი დაფუძნებულ იქმნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, მარხვა რამადნის თვეში და ჰაჯობის შესრულება ქააბაში".შეთანხმებული ჰადისია.
ისლამის საფუძვლების შესრულება სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის. ადამიანის ისლამი სწორი არ იქნება ვალდებულებების შესრულების, რწმენის და მათზე მიყოლის გარეშე, რადგანაც ისლამი დაფუძნებულია მათზე და ამიტომაც ეწოდა ისლამის საფუძვლები.
და ეს საფუძვლებია:
პირველი საფუძველი: დამოწმება, რომ არ არსებობს ღვთაება ღირსეული თაყვანისცემისა, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი შუამავალია.
თქვა დიდებულმა:﴿ فَاعْلَمْ أَنَّهُ لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ﴾ "და იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა".(მუჰამმად : 19)
თქვა დიდებულმა:﴿ لَقَدْ جَاءكُمْ رَسُولٌ مِّنْ أَنفُسِكُمْ عَزِيزٌ عَلَيْهِ مَا عَنِتُّمْ حَرِيصٌ عَلَيْكُم بِالْمُؤْمِنِينَ رَؤُوفٌ رَّحِيمٌ﴾ "და მოვიდა თქვენთან შუამავალი თქვენგანვე, მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცელში ხართ, გული შესტკივა თქვენზე, მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი".(ათ-თავბა : 128)
დამოწმება, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა : არ არსებობს ღვთაება ღირსეული თაყვანისცემისა, გარდა ალლაჰისა.
დამოწმება, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია: მორჩილება მასზე იმაში, რაც გვიბრძანა. დაჯერება იმისა, რაც გვამცნო. გაშორება და თავის შეკავება იმისგან, რაც აკრძალა და თაყვანისცემა ალლაჰზე მხოლოდ ისე, როგორც მან დააკანონა.
მეორე საფუძველი: ლოცვის შესრულება.
თქვა დიდებულმა:﴿ وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ﴾ "და დადექით( შეასრულეთ ) ლოცვაზე".(ალ-ბაყარა: 110)
ლოცვის შესრულება ისე, როგორც დააკანონა დიდებულმა ალლაჰმა და გვასწავლა მისმა შუამავალმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე).
მესამე საფუძველი: ზაქათის გადახდა.
თქვა დიდებულმა:﴿ وَآتُوا الزَّكَاةَ﴾ (და გადაიხადეთ ზაქათი)(ალ-ბაყარა :110)
ყოვლისშემძლე ალლაჰმა დააწესა ზაქათი მუსლიმის რწმენის გულწრფელობის გამოსაცდელად და მადლობის გადასახდელად თავისი ღმერთისთვის იმისთვის, რომ უწყალობა მას ქონება მისი მოწყალებიდან, რათა დაეხმაროს ღარიბებს და მათ, ვინც საჭიროებს დახმარებას.
ზაქათის გადახდა არის - ქონების მიცემა მათთვის, ვინც ამას იმსახურებს.
სავალდებულოა ქონების გაცემა, როცა ის მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას რვა სახის ადამიანებზე, რომლებიც ღმერთმა ახსენა წმინდა ყურანში და მათ შორის ღარიბებსა და გაჭირვებულებზე.
ეს არის წყალობისა და სიკეთის გამოხატულება. მისით იწმინდება მუსლიმის ზნეობა და ქონება. კმაყოფილდებიან ღარიბთა და გაჭირვებულთა სულები. ასევე, ეს არის მუსლიმი თემის წევრებს შორის სიყვარულისა და ძმობის კავშირების გაძლიერება, ამიტომ კარგ მუსლიმს სიამოვნებით გამოაქვს, რაც კარგია მისი სულისთვის და კმაყოფილია მისი გაცემითა და სხვა ადამიანების ბედნიერებით.
ქონებაზე ზაქათის ოდენობა შეადგენს ოქროს, ვერცხლის, ქაღალდის ფულის და კომერციულ საქონელში დაზოგილი თანხის 2,5%-ს, რომელიც განკუთვნილია გასაყიდად და საყიდლად მოგებისთვის; თუ მისი ღირებულება გარკვეულ რაოდენობას მიაღწევს მთელი წლის განმავლობაში.
ასევე, ზაქათი სავალდებულოა მათთვის, ვინც ფლობს გარკვეული რაოდენობის პირუტყვს (აქლემები, ძროხა და ცხვარი), თუ ისინი მთელი წლის განმავლობაში ჭამენ მიწის ბალახს, პატრონის მიერ გამოკვების გარეშე.
ასევე ავალდებულებს ზაქათი გადაიხადოს მიწის გარედან, როგორიცაა საგანძური - რომელიც ნაპოვნია უმეცრობის ეპოქის დამარხვიდან - ასევე მარცვლეულზე, ხილზე და მინერალებზე, თუ ისინი გარკვეულ რაოდენობას მიაღწევენ.
მეოთხე საფუძველი: მარხვა რამადნის თვეში.
ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الصِّيَامُ كَمَا كُتِبَ عَلَى الَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ﴾ "ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაწერილია თქვენზე მარხვა, როგორც დაწერილი იყო იმათთვის, ვინც თქვენზე უწინ იყო, რათა ეგების (ალლაჰის)გეშინოდეთ."(ალ-ბაყარა :110)
რამადანი არის წლის მეცხრე თვე ჰიჯრის კალენდრით. ეს თვე მუსლიმებისთვის წმინდა თვეა. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია წლის დანარჩენ თვეებს შორის, სრული თვის მარხვა ისლამის ხუთი საყრდენიდან ერთ-ერთია.
მარხვა რამადნის თვეში ნიშნავს: ეთაყვანო ყოვლისშემძლე ღმერთს საკვების, სასმელის, სქესობრივი კავშირისა და იმ ყველაფრისგან თავის შეკავებით, რაც არღვევს მარხვას, გამთენიიდან მზის ჩასვლამდე რამადანის კურთხეული თვის დღეებში.
მეხუთე საფუძველი: ჰაჯობა ალლაჰის სახლში ალ-ჰარამში(ქააბაში)
თქვა დიდებულმა:﴿ وَلِلَّهِ عَلَى النَّاسِ حِجُّ الْبَيْتِ مَنِ اسْتَطَاعَ إِلَيْهِ سَبِيلًا﴾ "ადამიანები ვალდებული არიან ალლაჰის წინაშე, რომ შეასრულონ ჰაჯობა სახლში(ქააბაში), ვისაც ძალა შესწევს, რომ გაიაროს ეს გზა."(აალ-იმრაან : 97)
ჰაჯობა მათთვისაა, ვისაც ამის საშუალება აქვს, სიცოცხლეში ერთხელ, ეს არის: გამგზავრება წმინდა სახლში(ქააბაში) ქალაქ მექქაში, რათა შეასრულოს თაყვანისცემა კონკრეტულ დროს. შეასრულა ჰაჯობა შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა იყოს მასზე) და სხვა შუამავლებმაც შეასრულეს ჰაჯობა მის უწინ, და ღმერთმა უბრძანა აბრაამს, მშვიდობა იყოს მასზე, რომ მოუწოდოს ხალხს ჰაჯობისაკენ, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთმა გვამცნო წმინდა ყურანში და თქვა:﴿ وَأَذِّنْ فِي النَّاسِ بِالْحَجِّ يَأْتُوكَ رِجَالًا وَعَلَى كُلِّ ضَامِرٍ يَأْتِينَ مِنْ كُلِّ فَجٍّ عَمِيقٍ﴾ "აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ და მოვლენ ისინი შენთან ფეხით და ჩქარმავალი აქლემებით ქვეყნის შორეული გზებიდან ".(ალ-ჰაჯ: 27)
მეორე საფეხური: რწმენა
იმანი (რწმენა): გულწრფელი დადასტურება და სრული აღიარება იმისა, რისი რწმენაც უბრძანეს ღმერთმა და მისმა მოციქულმა, მორჩილება აშკარად თუ ფარულად და ასევე, გულით დაჯერება. დაჯერება ნიშნავს გულის ქმედებებს, სხეულის ქმედებებს და ის მოიცავს მთელი რელიგიის განხორციელებას. რწმენა იზრდება ალლაჰზე მორჩილებით და მცირდება მასზე ურჩობით.
რწმენის საფუძვლები
შეეკითხეს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) რწმენაზე და მან თქვა:რწმენა არის, რომ ირწმუნო ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების , ბოლო დღის და ირწმუნო ბედისწერის მისი სიკეთით და სიავით.
რწმენის საფუძველი არის გულწრფელი თაყვანისცემა, რომელიც სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის და ადამიანის ისლამი არ არის ჭეშმარიტი, თუ ის არ არის დარწმუნებული მასში და არ მოქმედებს იმის მიხედვით. ამიტომაც მათ უწოდებენ რწმენის საყრდენებს.განსხვავება რწმენის საფუძვლებსა და ისლამის საფუძვლებს შორის : ჭეშმარიტად ისლამის საფუძვლები აშკარა საქმეებია, რომელსაც ასრულებს ადამიანები მისი ორგანოებით, როგორიცაა: დამოწმების (შაჰაადა) წარმოთქმა, ლოცვა და ზაქათი. ხოლო რწმენის საფუძვლები არის გულწრფელი ქმედებები, რომლებსაც ადამიანი ასრულებს თავისი გულით, როგორიცაა: რწმენა ღმერთის, მისი ანგელოზების, მისი წიგნებისა და მისი მოციქულების.
პირველი საფუძველი: ალლაჰის რწმენა
თქვა დიდებულმა:﴿ إِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ الَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ﴾ "ჭეშმარიტად ისინი არიან მორწმუნეები, რომლებმაც ირწმუნეს ალლაჰის".(ან-ნურ: 62)
ჩვენ გვწამს ღმერთის არსებობის და გვწამს მისი ერთადერთობის ბატონობაში, ღვთაებრიობაში, სახელებსა და თვისებებში. ღმერთის რწმენა მოიცავს შემდეგს:
ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობის რწმენა.
რწმენა მისი ბატონობისა, დიდება მას, და რომ ის არის ყველაფრის მეუფე, შემოქმედი, მასაზრდოებელი და მათი საქმეების მმართველი.
მისი ღვთაებრიობის რწმენა, დიდება მას, და რომ მხოლოდ ის ერთი იმსაურებს თაყვანისცემას, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე თაყვანისცემაში:როგორიც არის ლოცვა, ვედრება, აღთქმა, დახმარების თხოვნა, თავშესაფარის თხოვნა და ყველა სხვა ღვთისმსახურებები.
მისი ულამაზესი სახელებისა და ამაღლებული თვისებების რწმენა, რომელიც მან დაადასტურა თავისთვის ან დაადასტურა მისმა წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) და უარყოფა იმის, რაც უარყო თვითონ ან უარყო მისმა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე)და რომ მისმა სახელებმა და თვისებებმა მიაღწიეს სრულყოფისა და სილამაზის საბოლოო მიზანს, და რომ არაფერია მისი მსგავსი, ის არის ყოვლისმსმენელი, ყოვლისმხედველი.
მეორე საფუძველი: ანგელოზების რწმენა.
თქვა დიდებულმა:﴿ الْحَمْدُ لِلَّهِ فَاطِرِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ جَاعِلِ الْمَلَائِكَةِ رُسُلًا أُولِي أَجْنِحَةٍ مَثْنَى وَثُلَاثَ وَرُبَاعَ يَزِيدُ فِي الْخَلْقِ مَا يَشَاءُ إِنَّ اللَّهَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ﴾ "ქება - დიდება ალლაჰს, ცისა და დედამიწის გამჩენს, დამდგენს ელჩად ანგელოზთა ორ, სამ და ოთხ ფრთებიანს. ის ამრავლებს ქმნილებებს როგორც ინებებს, ჭეშმარიტად ალლაჰს ყველაფერი ძალუძს".(ფაატირ:1)
ჩვენ გვჯერა, რომ ანგელოზები უხილავი სამყაროა და ისინი არიან ღვთის მსახურები, ისინი სინათლისგან შეიქმნა მის მორჩილებად.
ისინი დიდებული ქმნილებები არიან და არავის არ აქვს ცოდნა მათ ძალასა და რაოდენობაზე, გარდა ალლაჰისა. თითოეულ მათგანს აქვს აღწერილობები, სახელები და ფუნქციები, რომლებიც ყოვლისშემძლე ღმერთმა გამოყო განსაკუთრებით მათთვის, მათ შორისაა გაბრიელი, მშვიდობა მას, რომელზეც მინდობილია გამოცხადება, რომელსაც ყოვლისშემძლე ღმერთი უგზავნის თავის მოციქულებს.
მესამე საფუძველი: წიგნების რწმენა
თქვა დიდებულმა:﴿ قُولُوا آمَنَّا بِاللَّهِ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْنَا وَمَا أُنْزِلَ إِلَى إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطِ وَمَا أُوتِيَ مُوسَى وَعِيسَى وَمَا أُوتِيَ النَّبِيُّونَ مِنْ رَبِّهِمْ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِنْهُمْ وَنَحْنُ لَهُ مُسْلِمُونَ﴾ "თქვით, რომ ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც გარდმოავლინა ჩვენზე და რაც გარდმოევლინა იბრაჰიმზე, ისმაილზე, ისჰაყზე, იაუყუბზე და მათ შთამომავლებზე და რაც ებოძა მუსას, ისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელიმეს მათ შორის, და ჩვენ მხოლოდ მას ერთადერთს ვემორჩილებით."(ალ-ბაყარა: 136)
ჩვენ გვჯერა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გამოუგზავნა წიგნები თავის მოციქულებს, მტკიცებულებად სამყაროსთვის და მსახურთათვის.
ისინი ასწავლიან მათ სიბრძნეს და არიგებენ ჭკუას.
და რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა წარგზავნა თავისი წინასწარმეტყველი მუჰამმადი(ალლაჰის მშვიდობა იყოს მასზე) ყველა ხალხისთვის თავისი კანონით. მან გააუქმა ყველა წინა კანონები და წმინდა ყურანი ქმნა დომინანტური ყველა ზეციურ წიგნზე და გააუქმა ისინი. ღმერთმა უზრუნველყო წმინდა ყურანის დაცვა ყოველგვარი ცვლილებისა და დამახინჯებისგან, თქვა დიდებულმა :﴿ إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا الذِّكْرَ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ﴾ "ჩვენ ის გარდმოვავლინეთ შეხსენებად და ჩვენ ვართ მისი დამცველნი".(ალ-ჰიჯრ: 9)რადგანაც, წმიდა ყურანი ყოვლისშემძლე ღმერთის წიგნებიდან უკანასკნელია კაცობრიობისთვის, ხოლო მისი წინასწარმეტყველი მუჰამედი (მშვიდობა იყოს მასზე) არის უკანასკნელი მაცნე და ისლამის რელიგია არის რელიგია, რომელიც ღმერთმა დაამტკიცა ბოლო ჟამამდე. თქვა ყოვლისშემძლემ:﴿ إِنَّ الدِّينَ عِنْدَ اللَّهِ الْإِسْلَامُ﴾ "ჭეშმარიტად ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია".(აალ-იმრაან: 19)
ზეციური წიგნები, რომლებიც ყოვლისშემძლე ღმერთმა მოიხსენია თავის წიგნში არის:
წმინდა ყურანი: იგი ღმერთმა გარდმოუვლინა მის წინასწარმეტყველ მუჰამმადს ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე.
თორა: ღმერთმა გარგმოუვლინა იგი თავის წინასწარმეტყველ მოსეს(მუსა) ღმერთის მშვიდობა იყოს მასზე.
ბიბლია: ღმერთმა გარდმოუვლინა იგი თავის წინასწარმეტყველ იესოს(ისა) ღმერთის მშვიდობა იყოს მასზე.
ზაბური: ღმერთმა გარდმოუვლინა იგი თავის წინასწარმეტყველ დავითს(დააუდ) ღმერთის მშვიდობა იყოს მასზე.
იბრაჰიმის ზეციური გზავნილი: ღმერთმა გარდმოუვლინა ის თავის წინასწარმეტყველ იბრაჰიმს ღმერთის მშვიდობა იყოს მასზე.
მეოთხე საუძველი: შუამავლების რწმენა.
თქვა დიდებულმა :﴿ وَلَقَدْ بَعَثْنَا فِي كُلِّ أُمَّةٍ رَّسُولاً أَنِ اعْبُدُواْ اللّهَ وَاجْتَنِبُواْ الطَّاغُوتَ﴾ "და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს".(ან-ნაჰლ: 36)
ჩვენ გვჯერა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გაგზავნა მოციქულები თავის ქმნილებებთან, რომლებიც მოუწოდებდნენ მათ, რომ თაყვანი ეცათ მხოლოდ ალლაჰისთვის, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე და უარყონ, რასაც ეთაყვანებიან მის გარდა.
და რომ ყველა მათგანი იყვნენ ადამიანები, კაცნი ღვთის მსახურნი და რომ ისინი იყვნენ მართალნი, სარწმუნონი, ღვთისმოსავნი, სანდონი, ჭეშმარიტი გზით მავალნი. ღმერთმა მხარი დაუჭირა მათ, მათი გულწრფელობისთვის და რომ მათ გადმოსცეს ყველაფერი, რითაც ღმერთმა გამოგზავნა ისინი და რომ ყველა მათგანი იყო ცხად ჭეშმარიტებაზე და ნათელ ხელმძღვანელობაზე.
მათი მოწოდება შეთანხმებულია პირველიდან უკანასკნელამდე რწმენის საფუძველზე და ის არის ალლაჰის ერთადერთობა თაყვანისცემაში და მისი თანაზიარის მიტოვებაში.
მეხუთე საფუძველი: ბოლო დღის რწმენა(განკითხვის დღის).
ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ اللَّهُ لَا إِلَهَ إِلَّا هُوَ لَيَجْمَعَنَّكُمْ إِلَى يَوْمِ الْقِيَامَةِ لَا رَيْبَ فِيهِ وَمَنْ أَصْدَقُ مِنَ اللَّهِ حَدِيثًا﴾ "ალლაჰი - არ არსებობს ღვთაება მის გარდა. ჭეშმარიტად, ის შეგკრებთ თქვენ აღდგომის დღეს, ეჭვი არაა მასში! და ვისი სიტყვაა ალლაჰის სიტყვაზე უფრო მართალი?!"(ან-ნისა: 87)
ჩვენ გვწამს უკანასკნელი დღის, რომელიც არის აღდგომის დღე, რომლის შემდეგაც დღე არ არის და გვწამს ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, რაც ჩვენმა უფალმა, ძლევამოსილმა და ამაღლებულმა გვითხრა თავის წმინდა წიგნში, ან ჩვენმა შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე გვიამბო : ადამიანის სიკვდილი, აღდგომა, შუამდგომლობა, სასწორი, ანგარიშგება , სამოთხე, ჯოჯოხეთი და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უკანასკნელ დღესთან.
მეექვსე საფუძველი: ბედისწერის რწმენა მისი სიკეთით და უბედურებით.
თქვა დიდებულმა:﴿ إِنَّا كُلَّ شَيْءٍ خَلَقْنَاهُ بِقَدَرٍ﴾ "ჭეშმარიტად, შევქმენით ყოველი თავისი ბედისწერით."(ალ-ყამარ: 49)
ჩვენ გვჯერა ბედისწერის, თავისი კარგით და ცუდით, რაც არის ყოვლისშემძლე ღმერთისგან განსაზღვრული ყველა არსებისთვის მისი ცოდნისა და სიბრძნის შესაბამისად. ყველაფერი, რაც შეემთხვევა ქმნილებებს ამქვეყნად ეს არის ალლაჰის მიერ წინასწარ განსაზღვრული. ყველაფერი ხდება ღმერთის ცოდნითა და მისი ბედისწერით, დიდება მას, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე მმართველობაში. ყოველი ბედი დაწერილ იქნა ადამიანების შექმნამდე, ადამიანს აქვს უფლება მართოს თავისი ცხოვრება, ის არის თავისი ქმედებების შემსრულებელი სინამდვილეში, მაგრამ ყოველივე ეს არ გადის ალლაჰის ცოდნიდან, მართვიდან და სურვილიდან.
ბედისწერის რწმენა დგას ოთხ საფეხურზე და ესენია:
პირველი: რწმენა იმისა, რომ ალლაჰის ცოდნა მოიცავს ყველაფერს.
მეორე: რწმენა ღმერთის მიერ დაწერილი ყოველივესი, რაც იქნება აღდგომის დღემდე.
მესამე: ღმერთის ნებისა და მისი სრული ძალის რწმენა. ისე რომ, რაც მას სურდა არის და რაც არ სურს, არ იქნება.
მეოთხე: რწმენა იმისა, რომ ალლაჰმა შექმნა ყველაფერი და მას არ ჰყავს თანამოზიარე მათ შექმნაში.
მესამე საფეხური: იჰსაან
იჰსაანი არის: რომ ეთაყვანო შენ ღმერთს თითქოსდა ხედავ მას და შენ მას ვერ ხედავ, მაგრამ ის გხედავს შენ. ალლაჰი ამბობს:﴿ إِنَّ اللَّهَ مَعَ الَّذِينَ اتَّقَوْا وَالَّذِينَ هُمْ مُحْسِنُونَ﴾ "ჭეშმარიტად, ალლაჰი იმათთანაა, ვისაც ღმერთის შიში აქვს და ვინც არიან სიკეთისმქნელნი."(ან-ნაჰლ: 128)
განწმენდა
თქვა დიდებულმა :﴿ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ التَّوَّابِينَ وَيُحِبُّ الْمُتَطَهِّرِينَ﴾ "ჭეშმარიტად ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილნი".(ალ-ბაყარა: 22)
თქვა შუამავალმა ﷺ :"ვინც ჩემს მსგავს აბდესს აიღებს, შემდეგ ორ რაქათს ილოცებს და არ დაელაპარაკება არავის, ღმერთი აპატიებს მას მის წინა ცოდვებს".გადმოცემულია ბუხარისგან
უდიდეს საქმეთაგანი არის ლოცვა, რომლის წინაც ალლაჰმა დააკანონა განწმენდა. შექმნა ის ჰიგიენის პირობად. ის არის ლოცვის გასაღები, მისი სიკეთის შეგრძნება ქმნის გულს მოსიყვარულედ ნამაზის შესასრულებლად, თქვა შუამავალმა ﷺ:"სისუფთავე არის რწმენის ნახევარი, ალლაჰის ქება დიდება(ალჰამდუ ლილლაჰ) ავსებს სასწორს, სიტყვები ქება ალლაჰს(სუბჰანალლაჰ) და დიდება ალლაჰს(ალჰდამდულილლაჰ) ავსებენ სივრცეს ცასა და დედამიწას შორის. ლოცვა სინათლეა, სადაყა არის მტკიცებულება და მოთმინება სინათლეა, ხოლო ყურანი არის არგუმენტი შენს სასარგებლოდ ან შენს წინაარმდეგ. ყველა ხალხი გაემართებიან დილაობით (თავიანთ საქმეებზე) და საკუთარი სულის გამყიდველი ან ათავისუფლებს მას ან ღუპავს."გადმოცემულია მუსლიმისგან.
და თქვა შუამავალმა ﷺ:"ვინც აიღო აბდესი საუკეთესო ფორმით მისი ცოდვები ტოვებენ სხეულს მისი ფრჩხილებიდანაც კი".გადმოცემულია მუსლიმისგან.
როდესაც მსახური წარსდგება თავისი ღმერთის წინაშე განწმენდილი სულიერად და ფიზიკურად , მნიშვნელოვანია ამ თაყვანისცემის შესრულება გულწრფელად დიდებული ალლაჰისთვის და შუამავლის გზით.
ქმედება, რომლითვისაც(განწმენდა)აღება სავალდებულოა:
1- ლოცვის შესრულება: სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი.
2- ქააბას ირგვლივ შემოვლა(ტავაფი).
3- ყურანზე შეხება.
აბდესის აღება და განბანვა მხოლოდ სუფთა წყლით:
სუფთა წყალი არის: ყოველი წყალი, რომელიც გარდმოევლინა ციდან ან ამოვიდა მიწიდან, დარჩა სუფთად, როგორც შეიქმნა და არ შეცვლილა მისი: ფერი, გემო და სუნი. მათი შეცვლით წყალი კარგავს სისუფთავეს.
აბდესი (მცირე განბანვა).
ნაბიჯი 1: განზრახვა, რომლის ადგილიც არის გული. რას ნიშნავს განზრახვა: განიზრახოს გულში, განახორციელოს თაყვანისცემა, რათა დაუახლოვდეს ყოვლისშემძლე ღმერთს.
ნაბიჯი 2: ვამბობ: ბისმილლაჰ (ღმერთის სახელით).
ნაბიჯი 3: ხელების დაბანვა მაჯების ჩათვლით სამჯერ.
ნაბიჯი 4: პირის გამოვლება სამჯერ.
პირის გამოვლება: წყლის შეშვება პირში, გამოვლება მთელს პირის ღრუში და შემდეგ გამოშვება გარეთ.
ნაბიჯი 5: ცხვირის გამოვლება. წყლის შეშვება ცხვირის ღრუში სუნთქვითი მეთოდით და შემდეგ გარეთ გამოშვება.
ცხვირის გამოვლებით ხდება ცხვირის ღრუდან ლორწოს და სხვა სიბინძურის გამოტანა გარეთ წყალთან ერთად.
ნაბიჯი 6: სახის დაბანვა სამჯერ.
სახის საზღვარი:
სახე: ეს არის ის, რაც ადამიანის თავის პირის მხარესა და შენს საპირისპიროდ ჩანს.
მისი საზღვარი არის: სახის ნაწილი ყურიდან ყურამდე .
მისი სიგრძის საზღვარი: შუბლიდან ნიკაპის წვერამდე.
სახის დაბანვა მოიცავს ყველაფერს, რაც მასშია: თმის ძირებს, თმას ბაკებს შორის და ადგილს ყურის ბიბილოს შორის.
ბაკები: თმა ყურის ბიბილოს შორის.
ბაკები არის: თმა, რომელიც ამოდის ბაკის ძვალზე, თავის თმების საწყისიდან ყურის ბიბილოს ბოლომდე.
სახის დაბანვა მოიცავს მთლიანი სახის დაბანვას მთლიანი წვერის ჩათვლით(წვერის ბოლომდე).
ნაბიჯი 7: ორივე ხელის დაბანვა ხელების თითების წვერების საწყისიდან იდაყვებამდე სამჯერ.
ორივე ხელის იდაყვების დაბანვა შედის ფარდში(სავალდებულოა).
ნაბიჯი 8: მთლიან თავზე სველი ორივე ხელის მოსმა ყურების ჩათვლით ერთხელ.
უნდა დაიწყო ხელების წასმა შუბლიდან კეფამდე და შემდეგ უკან წამოისვა.
ორივე დედა თითით ვუსვამთ ყურის უკანა ნაწილს მთლიანად, ხოლო საჩვენებელი თითით ყურის შიდა ნაწილს მთლიანად და ერთდროულად.
ნაბიჯი 9: ორივე ფეხის დაბანვა ფეხების თითებიდან კოჭების ჩათვლით სამჯერ. ფეხების დაბანვა შედის ფარდში(სავალდებულოა).
ფეხის კოჭი არის გამოშვერილი ძვალი ფეხის წვივის ბოლოში.
ნაბიჯი 10: სუნნა არის მუსლიმისთვის, რომ მცირე განბანვის შემდეგ წარმოთქვას: "აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან აბდუჰუ ვა რასუულუჰ". ალლაჰუმმა ჯღალნიი მინა თთავააბიინ, ვა ჯღალნიი მინალ მუთატაჰჰირიინ." შუამავლის სიტყვებიდან: "ვინც აიღო მცირე განბანვა საუკეთესო ფორმით და შემდეგ თქვა: " აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან აბდუჰუ ვა რასუულუჰ. ალლაჰუმმა ჯ'ალნიი მინა თთავააბიინ, ვა ჯ'ალნიი მინალ მუთატაჰჰირიინ"- გაიღება მისთვის სამოთხის რვა კარი და შევა, რომლიდანაც ისურვებს".
მცირე განბანვა ფუჭდება ამ ქმედებებით:
1. ის, რაც გამოდის ორი ადგილიდან, როგორიცაა : განავალი, შარდი, სპერმა და თეთრი გამოდანედი(მაზი).
2. ღრმა ძილი, გონების დაკარგვა, სიმთვრალე და სიგიჟე.
3. ყველაფერი, რაც საჭიროებს დიდ განბანვას: ჯუნუბი(სქესობრივი კავშირი ან სპერმის გამოსვლა), მენსტრუაცია და მშობიარობის შემდგომი სისხლდენა(ნიფასი).
როცა ადამიანი მოივლის საპირფარეშოს საჭიროა, რომ მან გამოიბანოს სასქესო ორგანოები წყლით(და ეს უკეთესია), ხოლო თუ წყალს ვერ ნახავს გამოიწმინდავს ქვით, ფოთლებით, ნაჭრით და მსგავსი რამით სამჯერ ან მეტჯერ, სანამ არ დარწმუნდება, რომ სიბინძურე გაიწმინდა.
ტყავის ქალამნის და წინდების გაწმენდა(მასჰი).
ქალამნის ან წინდების ჩაცმა და მათი გაწმენდა შესაძლებელია ფეხების დაბანის გარეშე, შემდეგი პირობებით:
1. უნდა იყოს ჩაცმული სრული გაწმენდის შემდეგ, ეს იქნება დიდი თუ პატარა გაწმენდა.
2. უნდა იყოს სუფთა და არ უნდა ჰქონდეს სიბინძურე.
3. გაწმენდა შეიძლება განსაზღვრული დროის პერიოდში.
4. უნდა იყოს ჰალალი გზით მოპოვებული და არ უნდა იყოს მოპარული ან აკრძალული გზით ნაშოვნი.
ტყავის ქალამანი არის: რასაც იცმევენ ფეხზე, დამზადებული თხელი ტყავისაგან და ასევე ფეხსაცმელი, რომელიც ფარავს ფეხის ტერფებს. წინდა არის ის, რასაც იცმევს ადამიანი ფეხზე დამზადებული ქსოვილისაგან და მისი მსგავსისგან და უწოდებენ წინდას ან ჩულქს.
ქალამნებზე მასჰის შარიათული ჰუქმი: ქალამნების გაწმენდის ჰუქმი მუსლიმებისთვის არის გაიოლება და შემსუბუქება იმ მდგომარეობის, რომლის დროსაც მათთვის რთულია ფეხების ამოღება ქალამნებიდან ან წინდებიდან და ფეხების დაბანვა, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, ძლიერ სიცივეში და მოგზაურობაში.
მასჰის პერიოდი: ერთ ადგილას მყოფი: ერთი დღე და ღამე (24 საათი). მოგზაური: სამი დღე და ღამე (72 საათი).
გაწმენდის დროის ათვლა იწყება პირველი მასჰის გაკეთებიდან ქალამნებზე ან წინდებზე აბდესის გაახლებიდან.
აბდესის აღების ფორმა ქალამნებზე და წინდებზე:
დაასველებ ორივე ხელს.
წაუსვამ ხელს ფეხის ტერფის ზემოდან(თითებიდან მოყოლებული ზედა ტერფის ბოლომდე).
მარჯვენა ტერფს ასუფთავებ მარჯვენა ხელით, ხოლო მარცხენას - მარცხენა ხელით ერთდროულად.
მასჰის გაუქმება: 1. დიდი აბდესის დაკარგვა 2. მასჰის დროის ამოწურვა.
დიდი განბანვა
თუ მოხდა სქესობრივი კავშირი კაცსა და ქალს შორის, რომც არ გამოვიდეს რაიმე. ან თუ გამოვიდა მანი სასქესო ორგანოდან მოფერების დროს, ან ძილის დროს. სავალდებულოა მათთვის, რომ განიბანონ, სანამ დადგება ლოცვის დრო და არ არის აუცილებელი მცირე განბანვის შესრულება.ასევე ქალი, რომელსაც ჰქონდა მენსტრუაცია ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენა განწმენდის შემდეგ სავალდებულოა, რომ განიბანოს, სანამ დადგება ლოცვის დრო და არ არის აუცილებელი აიღოს მცირე განბანვა.
დიდი განბანვის ფორმა შემდეგნაირია:
მუსლიმმა უნდა დაიბანოს წყლით სხეული სრულად სახისა და თავის ჩათვლით. ასევე, უნდა გამოივლოს ცხვირი და ყურები. თუ წყალმა მიღწია მისი სხეულის ყველა ნაწილს, მაშინ ის განწმენდილია და მისი განბანვა დასრულებული.
ასევე არსებობს სხვა ფრომა, რომლითაც შუამავალი ﷺ ასრულებდა სრულ განბანვას:
1. განბანვის განზრახვა.
2. ალლაჰი სახელით,(ბისმილლაჰ) დაიბანდა ორივე ხელს სამჯერ, შემდეგ დაიბანდა სასქესო ორგანოს.
3. შემდეგ აიღებდა მცირე განბანვას(აბდესს) სრულად, როგორც ყველა მუსლიმი.
4. დაასხამდა წყალს თავზე სამჯერ ისე, რომ წყალი შესულიყო თმის ძირებში.
5. დაისხამდა წყალს მთლიან სხეულზე, და დაიწყებდა სხეულის დაბანვას მარჯვენა მხრიდან მარცხვნივ ისე, რომ წყალი მოხვედრილიყო ყველგან.
აკრძალულია ჯუნუბისთვის(ვინც დიდი განბანვა დაკარგა):
1. ლოცვა.
2. ქააბას გარშემო ტავაფი.
3. მეჩეთში დარჩენა. დაშვებულია მეჩეთში შესვლა და გამოსვლა დარჩენის გარეშე.
4. ყურანზე შეხება.
5. ყურანის კითხვა.
ათთაიამუმი(თეიმუმი)
თუ მუსლიმს არ აქვს წყალი, რომლითაც აიღებს აბდესს ან არ შეუძლია წყლის გამოყენება ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო, ან ეშინია, რომ ლოცვის დრო გაასწრებს მაშინ, მას შეუძლია აიღოს აბდესი მიწით(მტვერით).
თაიამუმის ფორმა შემდეგნაირია: ორივე ხელით შეეხოს მიწას(მტვერს) და წაისვას ხელები ერთხელ სახეზე და მეორედ ხელებზე, აუცილებელია, რომ მიწა იყოს სუფთა.
თაიამუმი უქმდება შემდეგ შემთხვევებში:
1. თაიამმუმი უქმდება იმით, რითაც უქმდება ჩვეულებრივი მცირე ჰანბანვა. (აბდესი)
2. თუ მუსლიმმა იპოვა წყალი მანამდე, სანამ დადგებოდა იმ თაყვანისცემისთვის, რისთვისაც აიღო თაიამმუმი.
ლოცვა
ალლაჰმა დაავალდებულა ყველა მუსლიმისთვის დღე-ღამეში ხუთჯერადი ლოცვა, ესენია: ფაჯრი(განთიადის), ზუჰრი(შუადღის), ასრი(შუადღის შემდეგი), მაღრიბი(საღამოს წინა) და იშა(საღამოს).
ლოცვისთვის მზადება
როცა დგება ლოცვის დრო მუსლიმი უნდა განიწმინდოს დიდი თუ პატარა სიბინძურისგან.
დიდი სიბინძურე: რის გამოც მუსლიმი ვალდებულია, რომ დაიბანოს ტანი სრულად.
პატარა სიბინძურე: რაზეც მუსლიმი ვალდებულია, რომ გააკეთოს პატარა განბანვა.
მუსლიმი ლოცულობს სუფთა ტანსაცმლით, სუფთა ადგილას და უნდა ჰქონდეს დაფარული სასირცხვო ადგილები.
მუსლიმი ლოცვის დროს ღირსეული სამოსით ამშვენებს თავს და მისით იფარავს სხეულს, და დაუშვებელია, რომ კაცმა დაიწყოს ლოცვა ისე, რომ არ ჰქონდეს დაფარული, რაც არის ჭიპსა და მუხლს შორის.
ქალს ევალდებულება, რომ დაიფაროს მისი სხეული სრულად ლოცვის დროს, გარდა სახისა და ხელებისა.
მუსლიმი არ საუბრობს ლოცვაში სხვა სიტყვებით და სრული ყურადღება მიმართული აქვს იმამისკენ. არ ტრიალდება ლოცვაში. თუ არ შეუძლია რომ დაიმახსოვროს სპეციალური ლოცვის სიტყვები ახსენებს ალლაჰს და ადიდებს მას მანამ, სანამ არ დაამთავრებს ლოცვას. მას ევალდებულება, რომ შეისწავლოს ლოცვა და მასში საკითხავი სიტყვები.
იმისთვის, რომ ლოცვა შევასრულოთ სწორად, ალლაჰის ნებით, უნდა შევასრულოთ შემდეგი ნაბიჯები:
პირველი ნაბიჯი: განზრახვა, რომელიც სავალდებულოა ყოველი ღვთისმსახურების წინ და მისი ადგილი არის გული.
შემდეგ ვიღებთ პატარა განბანვას(აბდესს), მივემართებით სახით ყიბლასკენ და ვლოცულობთ მდგომიარე, თუ შეგვწევს ამის ძალა.
მეორე ნაბიჯი: ხელებს მხრების სიგანეზე ავწევთ და ვამბობთ: (ალლაჰუ აქბარ) და განვიზრახავთ ლოცვაში შესვლას.
მესამე ნაბიჯი: ვკითხულობთ ლოცვის გამხსნელ ვედრებას რაც მოვიდა და ამის შემდეგ ვამბობთ:(სუბჰაანაქა ლლაჰუმა ვაბიჰამდიქ , ვათაბაარაქა სმუქა, ვათა'აალაა ჯადდუქ ვალაა ილაჰა ღაირუქ)
მეოთხე ნაბიჯი: მივეფარებით ალლაჰს ქვით ჩაქოლილი ეშმაკისაგან და ვამბობთ:(ა'უუზუ ბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ).
მეხუთე ნაბიჯი: ვკითხულობ სურა ალ-ფაათიჰას ყოველი ლოცვის მუხლზე:﴿ الْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ * (ალჰამდუ ლილლაჰი რაბბილ აალამიინالرَّحْمَنِ الرَّحِيمِ * არრაჰმანი რრაჰიიმمَالِكِ يَوْمِ الدِّينِ * მაალიქი იავმი დდიინإِيَّاكَ نَعْبُدُ وَإِيَّاكَ نَسْتَعِينُ * იააქა ნა'ბუდუ ვა იააქა ნასთა'იინاهْدِنَا الصِّرَاطَ الْمُسْتَقِيمَ * იჰდინა სსირაატალ მუსთაყიიმصِرَاطَ الَّذِينَ أَنْعَمْتَ عَلَيْهِمْ غَيْرِ الْمَغْضُوبِ عَلَيْهِمْ وَلَا الضَّالِّينَ﴾. სირაატა ლლაზიინა ან'ამთა 'ალაიჰიმ ღაირილ მაღდუუბი 'ალაიჰიმ ვლაა დდაააალიიიინ ).
შემდეგ ვამბობ (აამიინ) და მისი მნიშვნელობა არის: ო, ღმერთო ჩემო უპასუხე ვედრებას!
სურა ფაათიჰას შემდეგ ვკითხულობ, რაც ადვილია ყურანიდან პირველ და მეორე მუხლზე ყველა ლოცვაში - ეს არ არის სავალდებულო, მაგრამ არის უდიდესი მადლი.
მეექვსე ნაბიჯი: ვამბობ (ალლაჰუ აქბარ ), შემდეგ ვიხრები, ზურგი არის სწორ მდგომარეობაში, ჩემი ხელები მუხლებზე დევს, ხოლო თითები გაშლილ მდგომარეობაშია: შემდეგ მოხრილ მდგომარეობაში ვამბობ:( სუბჰაანა რაბიი ალ'აზიიმ) სამჯერ.
მეშვიდე ნაბიჯი: წელში მოხრის შემდეგ ვიმართები და ვამბობს: (სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ - მნიშ:- ესმის ალლაჰს იმის, ვინც ადიდებს მას) ხელებს ვწევ მხრებამდე და როცა გაწონასწორდა ჩემი სხეული მდგომიარე მდგომარეობაში ვამბობ: რაბბანა ვალაქალ ჰამდ)
მერვე ნაბიჯი: ვამბობ (ალლაჰუ აქბარ) და ვაკეთებ სეჯდეს ხელებით, მუხლებით, ფეხის ტერფებით, შუბლით და ცხვირით და ვამბობ სუჯუდის დროს:( სუბჰაანა რაბბიი ალა'ლაა) სამჯერ.
მეცხრე ნაბიჯი: ვამბობ(ალლაჰუ აქბარ), ვსწორდები სუჯუდიდან მანამ, სანამ არ გავათანაბრებ და გავასწორებ ზურგს მარჯვენა ფეხზე მჯდომიარე და მარცხენა ტერფი აღმართულ მგომარეობაში და ვამბობ(რაბბი ღფირლიი) სამჯერ.
მეათე ნაბიჯი: ვამბობ(ალლაჰუ აქბარ) და ვაკეთებ საჯდას მეორედ პირველის მსგავსად.
მეთერთმეტე ნაბიჯი: ვდგები სუჯუდიდან და ვამბობ(ალლაჰუ აქბარ) სანამ გავსწორდები და ვაკეთებ დანარჩენი ლოცვის მუხლებს მსგავსად, როგორც გავაკეთე პირველი.
ლოცვის მეორე მუხლზე ზუჰრზე, ასრზე, მაღრიბზე და იშაზე ვჯდები პირველი თაშაჰუდის საკითხავად და ვამბობ:(ათთაჰიაათუ ლილლააჰი ვასალავაათუ ვატაიბაათუ ასსალამუ 'ალაიქა აიუჰა ნაბიიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალამუ 'ალაინა ვა'ალაა 'იბაადილლაჰი საალიჰინ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასულუჰ).ამის შემდეგ ვდგები მესამე მუხლზე.
ხოლო ბოლო მუხლზე, ყოველი ნამაზის შემდეგ ვჯდები ბოლო თაშაჰუდის წასაკითხად და ვამბობ:(ათთაჰიაათუ ლილლაჰი ვასალავაათუ ვატაიბაათუ ასსალამუ 'ალაიქა აიუჰა ნაბიიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალამუ 'ალაინა ვა'ალაა 'იბაადილლაჰი საალიჰინ, აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასულუჰ. ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალაითა 'ალა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ. ალლაჰუმმა ბაარიქ 'ალაა მუჰამმად ვა 'ალაა აალი მუჰამმად ქამაა ბაარაქთა 'ლაა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა ინნაქა ჰამიდუნ მაჯიიდ)
მეთორმეთე ნაბიჯი : ამის შემდეგ ვესალმები ჩემს მარჯვენა მხარეს(ვაბრუნებ თავს) და ვამბობ:(ასსალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ) ვესალმები მარცხვნივ და ვამბობ: (ასსალამუ ალაიქუმ ვარაჰმათულლაჰ) ვაკეთებ განზრახვას ლოცვის დასასრულებლად და ეს იქნება ჩემი შესრულებული ლოცვა.
მუსლიმანი ქალის თავსაფარი
თქვა დიდებულმა :﴿ يَا أَيُّهَا النَّبِيُّ قُلْ لِأَزْوَاجِكَ وَبَنَاتِكَ وَنِسَاءِ الْمُؤْمِنِينَ يُدْنِينَ عَلَيْهِنَّ مِنْ جَلَابِيبِهِنَّ ذَلِكَ أَدْنَى أَنْ يُعْرَفْنَ فَلَا يُؤْذَيْنَ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا﴾ ჰეი შუამავალო, უთხარი შენს ცოლებს, ქალიშვილებსა და მორწმუნეთაცოლებს, შემოიხვიონ თავიანთი საბურველები. ეს უფრო უკეთესია, რომ შეცნობილ იქნან. და შეურაცხყოფილნი არ იქნებიან. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია(ალ-აჰზააბ: 59)
ღმერთმა მუსლიმ ქალებს დაავალა ჰიჯაბის ტარება, უცხო კაცების წინაშე საკუთარი სასირცხვო ადგილებისა და მთელი სხეულის დაფარვა, მათ ქვეყანაში ჩვეული ტანსაცმლით. დაუშვებელია მისთვის ჰიჯაბის მოხსნა, გარდა ქმრის ან მაჰრამების თვალწინ და ესენი არიან: ვისზეც მუსლიმი ქალისთვის დაუშვებელია დაქორწინება: (მამა, ვაჟი, მამის ძმები და დედის ძმები, ძმა, ძმისშვილი, დის შვილი, დედის ქმარი, ქმრის მამა, ქმრის შვილი,ძუძუთი ძმა, ძუძუმტეს ქმარი და იკრძალება ძუძუმტესთვის ის, რაც იკრძალება სხვა ნათესაობით).
მუსლიმი ქალები ჩაცმის რამდენიმე წესს იცავენ:
პირველი: მთელი სხეულის დაფარვა.
მეორე: არ უნდა ატარებდეს ქალი ლამაზად შემკულ ტანსაცმელს, თუ ის არამაჰრამი მამაკაცების წინაშეა.
მესამე: არ უნდა იყოს ტანისამოსი გამჭვირვალე, რომელიც გამოაჩენს მის სხეულს.
მეოთხე: ტანისამოსი უნდა იყოს ფართე და არა ვიწრო, რომ ჩანდეს მისი სხეულის ფორმა.
მეხუთე: არ უნდა ჰქონდეს სუნამო დასხმული იმ შემთხვევაში, თუ ის აპირებს გავლას არამაჰრამების გვერდით, რომლებიც შეიგრძნობენ მის სურნელს.
მეექვსე: სამოსი არ უნდა იყოს მამაკაცის ტანისამოსის მსგავსი.
მეშვიდე: არ უნდა იყოს მისი ტანისამოსი მსგავსი არამუსლიმანი ქალების ტანისამოსისა მათ ღვთის მსახურებაში ან ყოველდღიურობაში.
მერვე: არ უნდა იყოს მისი ტანისამოსი მსგავსი ცნობილი ხალხის (მსახიობები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ.)
მორწმუნის აღწერილობიდან
ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ إِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ الَّذِينَ إِذَا ذُكِرَ اللَّهُ وَجِلَتْ قُلُوبُهُمْ وَإِذَا تُلِيَتْ عَلَيْهِمْ آيَاتُهُ زَادَتْهُمْ إِيمَانًا وَعَلَى رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ﴾ "ჭეშმარიტად მორწმუნენი სწორედ ისინი არიან, ვისაც, როცა ხსენდება ალლაჰი გული უკრთებათ, ხოლო თუკი მისი აიათები ეკითხებათ, რწმენა ემატებათ და თავიანთ ღმერთს მიენდობიან".(ალ-ანფაალ: 2)
მართალია თავის საუბარში და არ ტყუის.
ასრულებს აღთქმას და დაპირებას.
არ გადადის ზღვარს მტრობაში.
ამართლებს ნდობას.
სურს მისი მუსლიმი ძმისთვის ის, რაც სურს საკუთარი თავისთვის.
ხელგაშლილია.
კეთილად ექცევა ადამიანებს.
იცავს ნათესაურ კავშირს.
კმაყოფილია ალლაჰის ბედისწერით და ემადლიერება მას კეთილდღეობისას და ითმენს უბედურების დროს.
არის მორცხვი.
მოწყალეა ქმლილებების მიმართ.
მისი გული თავისუფალია წყენისგან და მისი კიდურები თავისუფალია სხვებზე თავდასხმისგან.
პატიობს ხალხს.
არ ჭამს პროცენტს და არ ურთიერთობს მასთან.
არ მრუშობს.
არ სვამს ღვინოს.
კეთილად ექცევა მეზობლებს.
არ ჩაგრავს და არ ღალატობს.
არ იპარავს და არ თაღლითობს.
ის დამჯერია მშობლების მიმართ, თუნდაც ისინი არ იყვნენ მუსლიმები და ემორჩილება მათ იმაში, რაც სწორია(რაც ალლაჰისგან ნებადართულია).
ზრდის თავის შვილებს სათნოებაში, უბრძანებს მათ ალლაჰის კანონით ვალდებულებების შესრულებას და უკრძალავს სასირცხვო ქმედებებსა და ცოდვებს.
ის არ ბაძავს არა მუსლიმთა ქმედებებს მათ რელიგიურ მახასიათებლებში ან წეს-ჩვეულებებში, რაც მათთვის გამორჩეული თვისება და ლოზუნგია.
ინანიებს ალლაჰის წინაშე, პატიებას ითხოვს მისგან და აცოტავებს თავის ცოდვეს.
მუსლიმის მრწამსის მნიშვნელოვანი წესები
01 ალლაჰი ჩვენი ღმერთია არ არსებობს ღვთაება მის გარდა, არ არსებობს ღმერთი მის გარდა და არაა ღვთაება მისი მსგავსი. არ არის არაფერი მისი მსგავსი, არ არსებობს მასზე უფრო შემძლე, ის ყოვლისმსმენი და ყოვლისმხედველია .
02 წმინდა და დიდებული ღმერთი ცაშია, ყველა მისი ქმილენისგან მაღლა. ის განსხვავდება მათგან და მისი უზენაესობა აბსოლუტურია ყველა თვალსაზრისით, ის ყველაფერზე მაღლა არის , ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილია, მაღლაა თავის მსახურებზე და მოიცავს ყველაფერს.
03 ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რაც ყოვლისშემძლე ღმერთმა და წინასწარმეტყველმა მუჰამმადმა ალლაჰის ლოცვა და შმიდობა იყოს მასზე დაამტკიცა თავისთვის სახელებით და თვისებები. და ჩვენ უარვყოფთ იმას, რაც ღმერთმა უარყო თავისთვის ან უარყო მისმა წინასწარმეტყველმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე.
04 ყოვლისშემძლე ღმერთი პასუხობს ვედრებებს და ასრულებს საჭიროებებს. ის ფლობს ყველაფერს. მის გარდა ვერავინ ავნებს და ვერავინ მოუტანს სიკეთეს, არ არის მისი მსახურის თვალში მასზე უფრო მდიდარი. მუსლიმისთვის აკრძალულია, რომ გააკეთოს განზრახვა რაიმე სახეობაში ან ღვთისმსახურების სახეობებში გარდა ალლაჰისა რაიმეზე, როგორიც არის, ვედრება, ლოცვა, დაპირება, შესაწირი, შიში, იმედი, მინდობა მასზე და სხვა მსგავსი თაყვანისცემები, ეს იქნება აშკარა თუ ფარული, და ვინც მიმართავს რაიმე თაყვანისცემას ყოვლისშემძლე ღმერთის გარდა, ის არის ალლაჰზე თანაზიარის დამდგენი( მრავალღმერთიანი).
05 ყველაზე უდიდესი ცოდვებიდან არის შირქი (ალლაჰზე თანაზიარის დადგენა) და ვინც მოკვდა შირქში მისთვის ალლაჰმა აკრძალა სამოთხე და მისი სამყოფელია ცეცხლში. ეს ის ცოდვაა, რომელსაც ალლაჰი არ პატიობს. თუ მსახური მოკვდა ისე, რომ არ მოუნანიებია ის.
06 რაც შეემთხვა მონას ის არ ასცდებოდა მას და რაც ასცდა ის არ შეემთხვეოდა. მუსლიმანმა უნდა ირწმუნოს ალლაჰის განგებისა და ბედისწერის, კმაყოფილი უნდა იყოს ალლაჰის ბედისწერით, უნდა განადიდოს თავისი ღმერთი და ემადლიეროს მას ყველა მდგომარეობაში.
07 მუჰამმადი ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე ჩვენი შუამავალია. ის ყველაზე საუკეთესო ადამიანი და ბოლო შუამავალია. ის არის შუამდგომელი განკითხვის დღეს და ალლაჰმა ის აიყვანა მეგობრად, როგორც იბრააჰიმი ალლაჰის მშვიდობა მას.
10. ჩვენი წიგნი არის წმინდა ყურანი, სასწაულმოქმედი, თავისი ავთენტურობით განსაზღვრული, მისი წაკითხვა კი თაყვანისცემაა, გარდოავლინა ყოვლისშემძლე ალლაჰმა ჩვენს შუამავალ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) საუკეთესო ანგელოზის შუამდგომლობით ჯაბრაილით ალლაჰის მშვიდობა მას, ყოვლისშემძლე ღმერთმა დაიცვა იგი დამახინჯებისა და ცვლილებებისგან, როგორც მან თქვა, დიდება მას.﴿ إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا الذِّكْرَ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ﴾ "ჩვენ ის გარდმოვავლინეთ შეხსენებად და ჩვენ ვართ მისი დამცველნი".(ალ-ჰიჯრ: 9)
11. ალლაჰთან დაახლოებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ემორჩილებიან მას და მათი უმეტესობა მის კანონს მისდევს. არა აქვს არაბს უპირატესობა არა არაბზე(უცხოელზე), და არც უცხოელს არაბზე, და არც თეთრს შავზე და შავს თეთრზე, გარდა ღვთისმოშიშებისა. ადამიანები ადამისგან არიან და ადამი მიწისგან, თქვა წმინდა ალლაჰმა:﴿ إِنَّ أَكْرَمَكُمْ عِنْدَ اللَّهِ أَتْقَاكُمْ﴾ "ჭეშმარიტად თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია".(ალ-ჰუჯურაათ: 13)
12 მუსლიმს სჯერა პატივცემული ანგელოზების, სწამს მათი არსებობის, რომ ისინი არიან შექმნილნი მსახურნი, რომლებიც ისინი შექმნა დიდებულმა ალლაჰმა სინათლისგან. ისინი არიან ქმნილებები დიდებული ალლაჰის ქმნილებებიდან, მათ შორის არიან ჯაბრაილი(გაბრიელი) პასუხისმგებელი ზეშთაგონებაზე და მიქაილი პასუხისმგებელი წვიმაზე, ისრაფილი პასუხისმგებელი ჩაბერვაზე საყვირში და სიკვდილის ანგელოზი პასუხისმგებელი მსახურების სულების აღებაზე.
13. მუსლიმს სწამს განკითხვის დღის ნიშნების, დადჯალის(მატყუარა, რომელიც იტყვის მე ღმერთი ვარ, ანტიქრისტე) გამოსვლის და ისაა(იესო) მარიამის ძის, რომელიც ჩამოვა ციდან ბოლო ჟამს (ღმერთის მშვიდობა მას) და მზის ამოსვლის დასავლეთიდან.
14. მუსლიმს სჯერა სასაფლაოს ტანჯვის, ვინც დაიმსახურებს მას. ასევე სასაფლაოს ნეტარების, ვინც იქნენა მისი ღირსი. სასაფლაოს დაკითხვის მუნქარ და ნაქიირ ანგელოზებისგან: მის ღმერთზე, მის რელიგიაზე და მის შუამავალზე. და რომ სასაფლაო იქნება ბაღი სამოთხის ბაღებიდან ან ორმო ჯოჯოხეთის ორმოებიდან.
15. მას სჯერა აღდგომის და რომ მიეზღვება მისი საქმეებისთვის ანგარიშსწორების დღეს. და სჯერა, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ქმნილებათგანია და არასდროს შეწყვეტენ არსებობას.
16. ჯადოქრობა ალლაჰზე ურწმონოებაა. აკრძალულია მისი შესწავლა ან წასვლა ჯადოქართან, თუ მატყუარ მკითხავებთან. მუსლიმს არ სჯერა მარჩიელის, მკითხავის და ვინც დაიჯერა (ირწმუნა) მათი მან უარყო ის, რაც გარდმოევლინა მუჰამმად მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე).
17. მუსლიმს უყვარს ალლაჰის მოციქულის საჰაბები(მეგობრები) და უყვარს ისინი, ვისაც საჰაბები უყვარს და სძულს ისინი, ვისაც სძულს საჰაბები იმიტომ, რომ მათი სიყვარული რწმენიდან და სიკეთიდან არის, ხოლო მათი სიძულვილი ურწმუნოება და ნიფაყია(თვალთმაქცობა). თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე): "არ შეურაცხყოთ ჩემი საჰაბები". გადმოცემულია მუსლიმისაგან. ყოველი ის, ვინც შეურაცხყოფს ან ღირსებას ლახავს რომელიმე ერთი საჰაბას (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ის გზააბნეული, სიახლის მიმდევარია.
18. მუსლიმებმა გაამტკიცეს ხალიფატი შუამავლის შემდეგ (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა იყოს მასზე) და მის ოჯახზე : პირველი ხალიფა იყო აბუ ბაქრ სიდიიყ ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, მას უპირატესობა აქვს მთელ ერზე, შემდეგ უმარ იბნ ალ-ხატტაბი ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, შემდეგ უსმანი ალლაჰი იყოს კმაყოფილი და შემდეგ ალი იბნ აბიი ტაალიბი ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი. ისინი იყვნენ მარლთმორწმუნე ხალიფები და ჭეშმარიტ გზაზე მავალი იმამები.
19. თაყვანისცემის ფორმა გარდმოვლენილია: არ შეიძლება ეთაყვანო ყოვლისშემძლე ალლაჰს ისეთი თაყვანისცემით, რომელიც არ არის დამტკიცებული ალლაჰის წიგნში და შუამავლის ﷺ სუნნაში. ყოველი მოგონილი თაყვანისცემა, რაც მოიგონეს ადამიანებმა შუამავლის სიკვდილის შემდეგ - არ იქნება სწორი გზა. ის არის სიახლე და იქნება უარყოფილი. თქვა შუამავალმაﷺ : "ვინც შემოიტანა რაიმე სიახლე ჩვენს საქმეში(რელიგიაში), რომელსაც არა აქვს კავშირი მასთან იქნება უარყოფილი". გადმოცემულია ბუხარისაგან.
20 - თაყვანისცემის მიღება დაკავშირებულია ორ ძირითად საყრდენთან: გულწრფელობა ყოვლისშემძლე ღმერთისადმი თაყვანისცემაში და შუამავალზე მიყოლაში ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე. და არ მიიღება თაყვანისცემა, თუ ის არ იქნება შესრულებული გულწრფელად ალლაჰისთვის, და ასევე არ მიიღება თუ არ იქნება შესრულებული ალლაჰის შუამავლის გზით ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე.
ჩემი ბედნიერება ჩემს რელიგია ისლამშია
თქვა დიდებულმა:﴿ مَنْ عَمِلَ صَالِحًا مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَى وَهُوَ مُؤْمِنٌ فَلَنُحْيِيَنَّهُ حَيَاةً طَيِّبَةً وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَجْرَهُمْ بِأَحْسَنِ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ﴾ "ვინც გააკეთა სიკეთე კაცთაგან თუ ქალთაგან და იგი მორწმუნეა, ჩვენ უთუოდ ვუწყალობებთ მშვენიერ ცხოვრებას და დავაჯილდოვებთ მათ იმ საუკეთესოსთვის რაც უკეთებიათ მათ."(ალ-ნაჰლ: 97)
ყველაზე დიდი რამ, რასაც უდიდესი ბედნიერება და სიხარული მოაქვს მუსლიმის გულში არის მისი პირდაპირი კავშირი თავის ღმერთთან, შუამდგომლის გარეშე ცოცხლებიდან იქნება, მკვდრებიდან თუ კერპებიდან. დიდებული ალლაჰი ახსენებს თავის წმინდა წიგნში, რომ ის ახლოს არის მის მსახურებთან მუდამ, უსმენს მათ და პასუხობს ვედრებაზე, როგორც თქვა წმინდა ალლაჰმა:﴿ وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِي عَنِّي فَإِنِّي قَرِيبٌ أُجِيبُ دَعْوَةَ الدَّاعِ إِذَا دَعَانِ فَلْيَسْتَجِيبُوا لِي وَلْيُؤْمِنُوا بِي لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ﴾ "და როცა გკითხავენ ჩემი მსახურნი ჩემზე, ჭეშმარიტად მე ახლოს ვარ და ვუპასუხებ მომხმობის ვედრებას როცა მომიხმობს მე, დაე მიპასუხონ და ირწმუნონ ჩემი, ეგებ წავიდნენ სწორე გზით".(ალ-ბაყარა: 186)დიდებულმა ალლაჰმა გვიბრძანა, რომ შევევედროთ მას და გახადა ეს ბრძანება უდიდესი თაყვანისცემებიდან, რომლითაც მუსლიმი უახლოვდება თავის გამჩენს, როგორც ბრძანა დიდებულმა და ყოვლისშემძლემ:﴿ وَقال رَبُّكُمُ ادْعُونِي أَسْتَجِبْ لَكُمْ إِنَّ الَّذِينَ يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبادَتِي سَيَدْخُلُونَ جَهَنَّمَ داخِرِينَ ﴾ "და თქვა თქვენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში."(ღააფირ: 60)ჭეშმარიტი მუსლიმი ყოველთვის საჭიროებს თავის ღმერთს, ყოველთვის ევედრება და უახლოვდება მას გულწრფელი მსახურებით.
ალლაჰმა ჩვენ გაგვაჩინა ამ სამყაროში უდიდესი სიბრძნით და არ შევუქმნივართ ამაოდ: ეს არის თაყვანისცემა მასზე ერთადერთზე, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე და დააკანონა ჩვენთვის ღვთიური ყოვლისმომცველი რელიგია, რომელიც აწესრიგებს ჩვენს ცხოვრებისეულ ყველა საქმეს კერძოსაც და საჯაროსაც. ამ შარიათით მან დაიცვა სამართალი და ცხოვრებისეული საჭიროებები, როგორიცაა ჩვენი რელიგია, ჩვენი სულები, ჩვენი ღირსება, ჩვენი გონება და ჩვენი ქონება. ვინც იცხოვრა ამ ბრძანებებზე მიყოლითა და აკრძალულის გვერდის ავლით - მან შეინარჩუნა ეს საჭიროებები და იცხოვრა უეჭველად მშვიდად და ბედნიერად.
მუსლიმის ღრმა კავშირი თავის ღმერთთან აძლევს მას სულის სიმშვიდეს, მოსვენებას, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ბედნიერების გრძნობას. ასევე, ალლაჰის თავის მონასთან ახლოს ყოფნას, მასზე ზრუნვას და მორწმუნე მსახურის მფარველობას. თქვა ალლაჰმა:﴿ اللَّهُ وَلِيُّ الَّذِينَ آمَنُوا يُخْرِجُهُمْ مِنَ الظُّلُمَاتِ إِلَى النُّورِ﴾ "ალლაჰი მფარველია მათი, რომელთაც ირწმუნეს. ისინი გამოჰყავს მას სიბნელიდან სინათლეში."(ალ-ბაყარა: 257)
ეს დიდებული კავშირი არის სულიერი მდგომარეობა, რომელსაც მოაქვს სიამოვნება მოწყალის თაყვანისცემით. მასთან შეხვედრის ძლიერი სურვილი ავსებს მის გულს უმაღლესი ბედნიერებითა და რწმენის სიტკბოთი.
იმ სიტკბოთი, რომლის სიამოვნებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ აღწერონ, ვინც გაიგო მორჩილების გემო და გაშორდა ცუდ საქმეებს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი მუჰამმადი ﷺ:(ذاق طعم الإيمان من رضي بالله ربًا وبالإسلام دينًا وبمحمد رسولًا) (გასინჯა იმანის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით)გადმოცემულია მუსლიმისგან.
დიახ, თუ ადამიანმა შეიგრძნო, რომ ის მუდამ დგას მისი შემქმნელის წინაშე და შეიცნო ის მისი სახელებითა და საუკეთესო ხარისხებით, ეთაყვანება თითქოსდა ხედავს მას - წრფელი გახადა მისი თაყვანისცემა ალლაჰის წინაშე. არ აკავშირებს ის თავის თაყვანისცემას, გარდა ალლაჰისა ქებულის და ყოვლისშემძლის და იცხოვრა კარგი და ბედნიერი ცხოვრებით ამ ქვეყნად და საუკეთესო საზღაურო მიიღო იმქვეყნად.
როცა უბედურება შეემთხვევა მორწმუნეს ამ ქვეყნად - მის სიმხურვალეს ანადგურებს ღრმა რწმენის სიცივე და კმაყოფილება იმით, რაც დაუწერა მას ალლაჰმა, რომელიც ერთადერთია, მხოლოდ მისი ნებით ხდება ყოველი სიკეთე თუ ბოროტება და მისი მონა კმაყოფილია ალლაჰის დაწერილით სრულად.
იმისთვის, რომ მუსლიმმა შეიგრძნოს უფრო მეტი სიმშვიდე და ბედნიერება, მან უნდა გაამრავლოს ზიქრი, ალლაჰის ხშირი ხსენება, ყურანის კითხვა. როგორც ალლაჰმა თქვა:﴿ الَّذِينَ آمَنُوا وَتَطْمَئِنُّ قُلُوبُهُمْ بِذِكْرِ اللَّهِ أَلَا بِذِكْرِ اللَّهِ تَطْمَئِنُّ الْقُلُوبُ﴾ "რომელთაც ირწმუნეს, გული დაიმშვიდეს ალლაჰის ხსენებით და განა მხოლოდ ალლაჰის ხსენებით არ მშვიდდებიან გულები?"(არ-რა'დ: 28)როგორც კი მოუმატებს მუსლიმი ალლაჰის ხსენებას და ყურანის კითხვას უფრო მეტად იმატებს მისი კავშირი ალლაჰთან, იწმინდება მისი სული და ძლიერდება მისი რწმენა.
ასევე აუცილებელია, რომ მუსლიმი მიისწრაფოდეს თავისი რელიგიის შესწავლისკენ სანდო წყაროებიდან, რომ ემსახუროს ყოვლადმაღალ ალლაჰს სწორად, როგორც თქვა შუამავალმა ﷺ:(ცოდნის მიღება ვალდებულება არის ყოველი მუსლიმისთვის).გადმოსცა იბნ მააჯამ.იმისთვის, რომ მან დაემორჩილოს დიდებული ალლაჰის ბრძანებებს, რომელმაც შექმნა ის, იმუხედავად იმისა, რომ იცის მან მისი სიბრძნე თუ არ იცის, რადგან ალლაჰმა თქვა თავის ყურანში:﴿ وَمَا كَانَ لِمُؤْمِنٍ وَلَا مُؤْمِنَةٍ إِذَا قَضَى اللَّهُ وَرَسُولُهُ أَمْرًا أَنْ يَكُونَ لَهُمُ الْخِيَرَةُ مِنْ أَمْرِهِمْ وَمَنْ يَعْصِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَقَدْ ضَلَّ ضَلَالًا مُبِينًا﴾ "არ არსებობს მორწმუნე კაცისა და მორწმუნე ქალისათვის არჩევანი თავიანთ საქმეზე, როცა ალლაჰი და მისი შუამავალი გადაუწყვეტენ საქმეს, და ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, ცხად გზააბნევაშია ჩავარდნილი".(ალ-აჰზაბ: 36)
ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს ჩვენს მუჰამმად შუამავალს, მის ოჯახს და მის ყველა საჰაბებს.
შემოკლებული სასარგებლო ცნობარი მუსლიმისთვის
ალლაჰის მონების შექმნის სიბრძნე
ჩემი შუამავალი მუჰამმადი ( ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე)
მუჰამმადი ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე არის მოწყალე და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი:
ძვირფასი ყურანი ჩემი ღმერთის სიტყვაა
მეორე საფუძველი: ლოცვის შესრულება.
მესამე საფუძველი: ზაქათის გადახდა.
მეოთხე საფუძველი: მარხვა რამადნის თვეში.
მეხუთე საფუძველი: ჰაჯობა ალლაჰის სახლში ალ-ჰარამში(ქააბაში)
პირველი საფუძველი: ალლაჰის რწმენა
მეორე საფუძველი: ანგელოზების რწმენა.
მესამე საფუძველი: წიგნების რწმენა
მეოთხე საუძველი: შუამავლების რწმენა.
მეხუთე საფუძველი: ბოლო დღის რწმენა(განკითხვის დღის).
მეექვსე საფუძველი: ბედისწერის რწმენა მისი სიკეთით და უბედურებით.
ტყავის ქალამნის და წინდების გაწმენდა(მასჰი).