ქაფირების დღესასწაულისთვის მომზადებული საჭმელების ჭამა არშეიძლება
This subject translated into
Categories
Full Description
ქაფირების დღესასწაულისთვის მომზადებული საჭმელების ჭამა არშეიძლება
لا يجوز الأكل من الأطعمة التي أعدها الكفار لأعيادهم
< الجورجية – Georgian- ქართული >
ავტორი: მუდმივმოქმედი კომიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და Ifta, ზარის და სახელმძღვანელო
اللجنة الدائمة للبحوث العلمية والإفتاء والدعوة والإرشاد
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: فيصل أروجوف
ქაფირების დღესასწაულისთვის მომზადებული საჭმელების ჭამა არშეიძლება
კითხვა: მუსლიმისთვის ნებადართულია თუ არა იმ საჭმელების ჭამა ან საჩუქრების მიღება, რომელიც ეჰლი ქითაბის ან მუშრიქების დღესასწაუებისთვისაა მომზადებული?
პასუხი: დიდება ალლაჰს!
მუსლიმისთვის ნებადართული არ არის ქრისტიანების, ებრაელების ან მუშრიქების დღესასწაულისთვის მომზადებული საჭმელების ჭამა.
ასევე იგივენაირად თავიანთ დღესასწაულებთან დაკავშირებით მიძღვნილი საჩუქრების მიღებაც არ შეიძლება. რადგანაც ასეთი საქციელი მათი დაფასება, მათი რწმენის სიმბოლოების აშკარად აღსრულებაში დახმარება, ბიდათების გავრცელებაში და დღესასწაულების მიმართ სიხარულის გამოხატვაში მათი თანამოზიარეობაა. ასეთმა საქციელმა შესაძლოა მათი დღესასწაულების აღიარებას ან მათსა და ჩვენ დღესასწაულებზე საერთო წვეულებების მოწყობას შეუწყოს ხელი.
ასეთი საქციელი როგორც ფითნა, ასევე რწმენაში სიახლის შემოტანაა.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ბრძანებს:
(( مَنْ أَحْدَثَ فِي أَمْرِنَا هَذَا مَا لَيْسَ مِنْهُ فَهُوَ رَدٌّ.)) [ متفق عليه ]
„ვინც ამ ჩვენს საქმეში (ისლამში) მასში არ არსებული (ცხადი ან ფარული, ყურანსა და სუნნეთში არ არსებული) რამე გამოიგონოს, ის მიუღებელია.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 2697; მუსლიმ, ჰ.ნ. 1718.)
იგივენაირად თავიანთ დღესასწაულებზე ებრაელებსა და ქრისტიანებზე საჩუქრის ჩუქებაც არ შეიძლება. (ისლამის მეცნიერების კვლევისა და მუდმივი ფეთვას კომისია, ტ. 22, გვ. 398.)