ქალს შეუძლია თუ არა მიცვალებულის ნამაზის ლოცვა?
Categories
Full Description
ქალს შეუძლია თუ არა მიცვალებულის ნამაზის ლოცვა?
حكم صلاة المرأة على الجنازة
< الجورجية – Georgian- ქართული >
შეიხ აბდულ აზიზ ბინ აბდულა ბინ Baz
الشيخ عبد العزيز بن عبد الله بن باز
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: فيصل أروجوف
ქალს შეუძლია თუ არა მიცვალებულის ნამაზის ლოცვა?
კითხვა: როგორც ვიცით ქალები მიცვალებულის ნამაზზე არ ესწრებიან. ისლამში ქალებს მიცვალებულის ნამაზის ლოცვა ეკრძალებათ?
პასუხი: დიდება ალლაჰს!
შარიათის წესების თანახმად მიცვალებულის ნამაზის ლოცვა, როგორც მამაკაცებისთვის ასევე დედაკაცებისთვისაც დაშვებულია.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
مَنْ شَهِدَ الْجَنَازَةَ حَتَّى يُصَلَّى عَلَيْهَا فَلَهُ قِيرَاطٌ، وَمَنْ شَهِدَهَا حَتَّى تُدْفَنَ فَلَهُ قِيرَاطَانِ، قِيلَ: وَمَا الْقِيرَاطَانِ؟ قَالَ: مِثْلُ الْجَبَلَيْنِ الْعَظِيمَيْنِ. [ متفق عليه ]
„ვინც ლოცვის დასრულებამდე დაესწრება მიცვალებულის ნამაზს, მას ერთი ყირატი მადლი ერგება, ხოლო ვინც დაკრძალვამდე დაესწრება, მას ორი ყირატი მადლი ერგება. იქ მყოფებმა იკითხეს:
ალლაჰის შუამავალო ორი ყირატი რა არის? შუამავალმა უპასუხა:
ანუ ორი ჯებელის მთის ტოლაო.“ (ბუხარი და მუსლიმი.)
თუმცა ქალები მიცვალებულთან ერთად სასაფლაომდე არ უნდა წავიდნენ. რადგანაც ქალებისთვის სასაფლაოზე წასვლა აკრძალულია.
ბუხარისა და მუსლიმის საჰიჰ ჰადისთა კრებულში უმმუ ათიასგან (რ.ა.) გადმოცემულ ჰადისში ასეა ნათქვამი:
نُهِينَا عَنْ اتِّبَاعِ الْجَنَائِزِ، وَلَمْ يُعْزَمْ عَلَيْنَا. [ متفق عليه ]
„ჩვენ მიცვალებულთან ერთად სასაფლაოზე წასვლა აგვეკრძალა, თუმცა ეს აკრძალვა არ ყოფილა მკაცრი და კატეგორიული ხასიათის (თანზიჰენ მექრუჰის ხასიათი ჰქონდა).“ (ბუხარი და მუსლიმი.)
რაც შეეხება ქალის მიცვალებულის ნამაზის ლოცვას, თუნდ მეჩეთში, თუნდ სახლში და თუნდაც სხვაგან მისთვის ეს აკრძალული არ არის.
ქალი საჰაბეები შუამავალის მეჩეთში, როგორც შუამავალთან (ს.ა.ს.) ერთად ასევე შუამავლის გარდაცვალების შემდეგაც მიცვალებულის ნამაზებს ლოცულობდნენ. რაც შეეხება სასაფლაოზე წასვლა და დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრება, ეს მხოლოდ კაცების საქმეა. რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ამას კრძალავდა. ამ აკრძალვის ნამდვილი მიზეზი და სიბრძნე უზენაესმა ალლაჰმა იცის. ეს როგორც ქალების ასევე მამაკაცების ფითნასგან მოსარიდებლადაა.
რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
مَا تَرَكْتُ بَعْدِي فِتْنَةً أَضَرَّ عَلَى الرِّجَالِ مِنَ النِّسَاءِ. [ متفق عليه ]
„ჩემს შემდეგ მამაკაცებს ქალებზე უფრო დიდი მავნებლობის მქონე მაცდური არაფერი არ რჩებათ.“ (ბუხარი და მუსლიმი.)
წარმატების მომცემი უზენაესი ალლაჰია!
წყარო: აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბაზ; მეჯმუუ'უ ფეთაავაა ვე მაყაალაათ; ტ. 13, გვ. 133.