შეიძლება თუ არა ქალმა ჯუმა რომ ილოცოს?
Categories
Full Description
შეიძლება თუ არა ქალმა ჯუმა რომ ილოცოს?
حكم صلاة المرأة الجمعة
< الجورجية – Georgian- ქართული >
ავტორი: აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბაზ
اسم المؤلف: الشيخ عبد العزيز بن باز
მთარგმნელი: ნოდარ დავითაძე
რეფერატი: ვეისელ ორუჯოვი
ترجمة:نودار (شعبان) داويتادز
مراجعة: ويصل أروجوف
შეიძლება თუ არა ქალმა ჯუმა რომ ილოცოს?
კითხვა: დედაჩემი ხუთი დროის ნამაზთან ერთად დუჰასა და ვითრს ანუ ყველა სუნნეთ ნამაზებს ლოცულობს. თუმცა ჯუმა დღეს დაახლოებით ცხრა კილომეტრით მოშორებით მყოფ მეჩეთში ჯუმას ლოცულობს. მე ვურჩევ რომ ქალი სახლში თუ ილოცავს ეს უფრო ლამაზი და კარგია. თუმცა ის თავისსას მაინც არ იშლის და მეჩეთში დადის. დედაჩემი როდესაც ამ სიშორეზე ჯუმის სალოცავად სახლიდან გადის ამით რამე შავდება?
პასუხი: დიდება ალლაჰს!
ამაში არანაირი საპრობლემო არ არის. რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:
(( لاَ تَمْنَعُوا إِمَاءَ اللهِ مَسَاجِدَ اللهِ))
„ალლაჰის მსახურ ქალებს მეჩეთში წასვლისგან ნუ დააბრკოლებთ!“ (ბუხარი, ჯუმა 13.)
თუ დედათქვენი ისლამის მიხედვით იცმევს, ხიჯაბს ატარებს და ყველა თადარიგის დაცვით სახლიდან ხუტბას მოსასმენად და მისი სარგებლის მისაღებად გადის, ეს საპრობლემო თემა არ გახლავთ, ამით არც ცოდვას არ ჩადის. თუმცა სახლი მისთვის უფრო უკეთესია. სახლში თუ დარჩება ჯუმის ნაცვლად ოთხ მუხლ შუადღის ნამაზს ილოცავს. ამის გარდა თუ ისლამის მიხედვით იმოსება, ხიჯაბს ატარებს და ყოველგვარი თადარიგის დაცვით მადლის მოსაგებად, ხუტბას მოსასმენად და მისგან სარგებლის მისაღებად მეჩეთში ჯუმაზე დადის, მას ნუ დააბრკოლებთ. რადგანაც ამაში არანაირი პრობლემა არ არის და ინშალლაჰ ამით ცოდვასაც არ ჩადის.
ქალი საჰაბეები შუამავალთან (ს.ა.ს.) ერთად მეჩეთში ნამაზებს ასრულებდნენ, ხუტბას მოსასმენად და ჯუმას სალოცავად მეჩეთში მოდიოდნენ. საკმაოდ ბევრი ქალი დადიოდა შუამავალთან ერთად ჯუმას სალოცავად.[1] ამაში არც საპრობლემოა რამე და არც ცოდვა. თუმცა ქალებისთვის სახლი მაინც უმჯობესია.
წყარო: აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბაზ, ნურუნ ალე'დ-დარბ ფეთაავაა, ტ. 2, გვ. 1051.
[1] ქალი საჰაბე უმმუ ჰიშამ ბინთ ჰარისე (რ.ა.) გადმოგვცემს: „მე სურა ქეჰფი შუამავალზე (ს.ა.ს.) მოსმენით ვისწავლე, ამ სურას ყოველ ჯუმაზე ხუტბას კითხვისას კითხულობდა.“ (მუსლიმ, ჯუმა 52.)