×
ვინ შექმნა არსებობა? ვინ შემქმნა მე? და რისთვის?

ვინ შექმნა არსებობა? ვინ შემქმნა მე? და რისთვის?

ნეტავი ჭეშმარიტ გზაზე ვარ?

ვინ შექმნა ცები და მიწა და რაც მათ შორისაა უზარმაზარი ქმნილებები, რომელნიც მიუწვდომელია?

ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა ცაში და დედამიწაზე?

ვინ შექმნა ადამიანი და უწყალობა მას სმენა, ხედვა, აზროვნება და ქმნა შემძლედ გაგების და მოპოვების, რომ მიაღწიოს ჭეშმარიტებას?

ვისი შემოქმედებაა ეს სიზუსტე შენი სხელის ნაწილებში და ვინ მოგცა საუკეთესო ფორმა?

დაფიქრდი! ცოცხალ ქმნილებათა არსებობაზე, მათ მრავალფეროვნებაზე, და ვინ არის მათი უსაზღრო გარეგნულობით მშვენიერი შემქმნელი ?

როგორ ხდება, რომ ეს დიადი სამყარო თავისი კანონებით მუდმივად და ზუსტად იმართება წლების განმავლობაში?

ვინ არის ის, ვინც დააყენა ეს სისტემა და მართავს ამ სამყაროს (სიცოცხლეს, სიკვდილს და ამრავლებს ცოცხლებს( მათ შთამომავლობას), დღეს, ღამეს და ცვლის სეზონებს)?

ნუთუ ეს არსებობა შეიქმნა თავისით? მოვიდა არსაიდან? თუ ნაპოვნია შემთხვევით? თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿أَمْ خُلِقُوا مِنْ غَيْرِ شَيْءٍ أَمْ هُمُ الْخَالِقُونَ (٣٥) "განა ისინი შეიქმნეენ არაფრისაგან (შემქმნელის გარეშე), თუ თვითონ არიან შემოქმედნი?!أَمْ خَلَقُوا السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بَلْ لَا يُوقِنُونَ﴾ თუ მათ შექმნეს ცანი და მიწა, პირიქით არ ირწმუნებენ".[ სურა ატ-ტუურ: 35-36]

თუ ჩვენ არ შეგვიქმნია საკუთარი თავი და შეუძლებელია, რომ არსაიდან ან შემთხვევით მოვსულიყავით, მაშინ უდავო ჭეშმარიტებაა: ამ სამყაროს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დიადი და ყოვლისშემძლე შემოქმედი, რადგან შეუძლებელია, რომ ამ სამყარომ თავად საკუთარი თავი შექმნას! ან არსაიდან წარმოიშვას! ან შემთხვევით წარმოიქმნას!

და რატომ სწამს ადამიანს ისეთი რამის არსებობის, როცა ვერ ხედავს მას(მაგ: აღთქმა, გონება, სული, სიყვარულის შეგრძნება და ა.შ.) ნუთუ იმიტომ, რომ ხედავს მატერიალურ სამყაროს? და როგორ უარყოფს ადამიანი ამ უდიდესი ქმნილებების შემქმნელის არსებობას, როცა ის ხედავს მის ქმნილებებს თუ როგორ შექმნა მან ისინი მისი მოწყალებით?!

არ დაიჯერებს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომ უთხრა მას: ეს საცხოვრებელი გაჩნდა ისე, რომ არავის აუშენებია, ან რომ უთხრა მას, რომ არ არსებობს ამ საცხოვრებლის შემქმნელი! და როგორ დაუჯერებს ადამიანი მას, როცა ამბობს, რომ ეს უდიდესი ქმნილებები არაფრისაგან შეიქმნა? ან როგორ მიიღებს საღად მოაზროვნე ადამიანი იმას, რომ ეს უნიკალური არსებობის სისტემა შეიქმნა შემთხვევით?

ყველაფერი ეს მიგვიყვანს ერთ შედეგამდე, რომ ამას ჰყავს დიდებული, ყოვლისშემძლე და ერთადერთი მმართველი, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას,და ყოველი ვინც ეთაყვანება მის გარდა სხვას, მისი თაყვანისცემა არის ფუჭი, რადგანაც ის, რასაც ეთაყვანებიან მაგიერ ალლაჰისა არ არის ღირსი, რომ ეთაყვანონ.

ღმერთი დიდებული შემქმნელია

ის არის ღმერთი - ერთადერი შემქმნელი, ის არის მეუფე, მმართველი და სარჩოს მბოძებელი, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს, ისაა რომელმაც შექმნა დედამიწა და დაიმორჩილა ის და ჰქმნა ის სიკეთედ თავისი ქმნილებებისთვის და ისაა რომელმაც შექმნა ცები და რაც მასშია უდიდეს ქმნილებათაგან, ის არის შემქმნელი მზისა და მთვარის, დღისა და ღამის. ეს არის ზუსტი და დახვეწილი სისტემა, რომელიც მიუთითებს მის სიდიადეზე.

ის არის, რომელმაც დაგვიმორჩილა ჰაერი, რომლის გარეშეც ვერ ვიცოცხლებდით, ისაა რომელიც ავლენს ჩვენზე წვიმებს და დაგვიმორჩილა ზღვები და მდინარეები. ისაა, რომელიც გვასაზრდოებდა და გვიცავდა მაშინაც კი, როცა ჩვენ ვიყავით ემბრიონი ჩვენი დედების მუცელში და არ შეგვწევდა არაფრის ძალა, ისაა ვინც ამოძრავებს სისხლს ვენებში ჩვენი დაბადებიდან სიკვდილამდე.

ის არის ღმერთი, შემქმნელი, სარჩოს მბოძებელი, ის არის ალლაჰი ყოვლად წმინდა და დიდებული.

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿إِنَّ رَبَّكُمُ اللَّهُ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ فِي سِتَّةِ أَيَّامٍ ثُمَّ اسْتَوَى عَلَى الْعَرْشِ يُغْشِي اللَّيْلَ النَّهَارَ يَطْلُبُهُ حَثِيثًا وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ وَالنُّجُومَ مُسَخَّرَاتٍ بِأَمْرِهِ أَلَا لَهُ الْخَلْقُ وَالْأَمْرُ تَبَارَكَ اللَّهُ رَبُّ الْعَالَمِينَ﴾ "ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ ამაღლდა 'არშზე. (ალლაჰი)დღეს ღამით ფარავს, რომელიც მას სწრაფად მოსდევს . მზე, მთვარე და ვარსკვლავები მან შექმნა (ისინი) მორჩილად თავისი ბრძანებით. განა, მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი".[ალ-ა"რააფ: 54]

ალლაჰი არის ღმერთი და შემქმნელი ყოველივესი, რაც არის არსებობაში, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ. და ყოველი ქმნილება მისი შექმნილია და ის ერთადერთია ღირსი თაყვანისცემისა გარდა სხვისა, არ ჰყავს მას თანამოზიარე არც მეუფებაში, არც შექმნაში, არც მმართველობაში და არც თაყვანისცემაში.

რომ დაგვეშვა კამათი იმაზე, რომ არიან სხვა ღმერთებიც დიდებულ ღმერთთან ერთად გაფუჭდებოდა სამყარო. იმიტომ, რომ არ გამოვიდოდა ერთ დროში ემართა ორ ღვთაებას სამყაროს საქმე, ალლაჰი ბრძანებს:{لَوْ كَانَ فِيهِمَا آلِهَةٌ إِلَّا اللَّهُ لَفَسَدَتَا} "რომ ყოფილიყოს ორში(ცაში და დედამიწაზე) ღმერთები ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა ორივე".[სურა ალ-ანბია: 22]

შემქმნელი ღმერთის ატრიბუტები

წმინდა ღმერთს აქვს ულამაზესი სახელები, რომელიც უთვალავია. მას აქვს ატრიბუტები ბევრი და დიდებული, რომელიც მიუთითებს მის სრულყოფილებაზე და მისი სახელებიდან არის: შემქმნელი, და "ალლაჰი", რომლის მნიშვნელობაც არის: ერთადერთი, ვინც იმსახურებს, რომ ეთაყვანონ მას, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე. ის არის მარადცოცხალი,ზედამხედველი, შემწყალებელი, სარჩოს მბოძებელი და ხელგაშლილი .

წმინდა ყურანში მაღალმა ალლაჰმა თქვა:﴿اللَّهُ لا إِلَهَ إِلَّا هُوَ الْحَيُّ الْقَيُّومُ لا تَأْخُذُهُ سِنَةٌ وَلا نَوْمٌ لَهُ مَا فِي السَّمَوَاتِ وَمَا فِي الأَرْضِ مَنْ ذَا الَّذِي يَشْفَعُ عِنْدَهُ إِلَّا بِإِذْنِهِ يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلا يُحِيطُونَ بِشَيْءٍ مِنْ عِلْمِهِ إِلَّا بِمَا شَاءَ وَسِعَ كُرْسِيُّهُ السَّمَوَاتِ وَالأَرْضَ وَلا يَئُودُهُ حِفْظُهُمَا وَهُوَ الْعَلِيُّ الْعَظِيمُ﴾ "არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადიულის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მისი ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას და იგი უზენაესია, დიდებულია".[სურა ბაყარა: 255]

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:﴿قُلْ هُوَ اللَّهُ أَحَدٌ (١) "თქვი იგია, ალლაჰი ერთადერთიاللَّهُ الصَّمَدُ (٢) ალლაჰი სამედია (თვითკმარი)لَمْ يَلِدْ وَلَمْ يُولَدْ (٣) არც შობილა და არც უშვიაوَلَمْ يَكُنْ لَهُ كُفُوًا أَحَدٌ﴾ და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი".[ალ-იხლას: 1-4]

სათაყვანებელ ღმერთს ახასიათებს სრულყოფილი თვისებები

მისი თვისებებიდან არის, რომ მხოლოდ ის არის თაყვანისცემის ღირსი და სხვა დანარჩენი არის შექმნილი და პასუხისმგებელი მის ნაბრძანებზე და მასზე მორჩილებაზე.

მისი თვისებებიდან არის, რომ ის მარადიულია და ყოველი ცოცხალი არსება ალლაჰმა მისცა მას სოცოცხლე, და შექმნა არარაობიდან, და ისაა რომელიც ზრუნავს მათ არსებობაზე, სარჩოზე და მათ საჭიროებებზე, ღმერთი ცოცხალია და შეუძლებელია მისი გაქრობა, მარადიულია და ის არ იძინებს, პირიქით არ ესაჭირეობა მას არც წათვლემა და არც ძილი.

მისი თვისებებიდან არის ის რომ, ის ყოვლისმცოდნეა და არ არის მისთვის ფარული არაფერი, არც დედამიწაზე და არც ცაში.

მისი თვისებებიდან არის, რომ ის ყოვლისმსმენი და ყოვლისმხედველია, რომელსაც ესმის ყველაფერი და ხედავს მის ყველა ქმნილებებს და იცის თუ რა შფოთვაა მათ სულებში და რა იმალება მათ გულებში და არ არის არაფერი ფარული მისთვის არც დედამიწაზე და არც ცაში.

მისი თვისებებიდან არის, რომ ის ყოვლისშემძლეა და არ არის მისთვის შეუძლებელი არაფერი და ვერ უარყოფს ვერავინ მის ნებას, გააკეთებს იმას, რასაც ისურვებს, აკრძალავს იმას, რასაც ისურვებს, დააჩქარებს და შეაყოვნებს, მასთანაა სრული სიბრძნე.

მისი თვისებებიდან არის, რომ ის არის შემქმნელი, სარჩოს მბოძებელი და მმართველი, რომელიც მართავს მის შექმნილ ქმნილებებს, ხოლო ქმნილებები მისი მორჩილების და სურვილის ქვეშ არიან.

მისი თვისებებიდან არის, რომ ის პასუხობს გაჭირვებულს, ეხმარება დანაღვლიანებულს და ათავისუფლებს მწუხარებიდან და ყოველი ქმნილება, როცა ჩავარდება მწუხარებაში ან გასაჭირში, მას მიმართავენ თავშესაფრისთვის.

და არ არის თაყვანისცემა თუ არა მხოლოდ დიდებულ ალლაჰზე, ის ერთადერთია სრული თაყვანისცემის ღირსი და სხვა არავინ მის გარდა, და ყოველივე ის, რასაც ეთაყვანებიან მის გარდა - არის ბათილი სათაყვანებელი და ის არის ნაკლოვანი და განწირული სიკვდილისა და განადგურებისთვის.

გვიწყალობა წმინდა ალლაჰმა გონება, რომლითაც ვიგებთ მის ზოგიერთ სიდიადეს და ჩანერგა ჩვენში ბუნებრიობა, რომელსაც უყვარს სიკეთე და სძულს ბოროტება. მშვიდად ვგრძნობთ თავს, როცა მივეკედლებით ალლაჰს სამყაროების ღმერთს და ეს ბუნებრიობა მიუთითებს მის სრულყოფილობაზე და არ შეიძლება რომ აღწერო ის რაიმე ნაკლოვანებით, წმინდა არის ის.

არ ეკადრება გონიერ ადამიანს, რომ ეთაყვანოს გარდა სრულყოფილისა და როგორ შეიძლება ეთაყვანოს თავის მსგავს ნაკლოვან ქმნილებას ან მასზე უფრო ნაკლოვანს?!

სათაყვანებელი არ შეიძლება რომ იყოს ადამიანი, კერპი, ხე ან ცხოველი!

ღმერთი თავისი ცების მაღლა არის ამაღლებული ტახტრევანზე, და შორსაა მისი ქმნილებებისგან, მასში არაფერია მისი ქმნილებიდან და არც ქმნლილებებშია მისგან არაფერი და არ განსახიერდება ის რაიმე თავის ქმნილებაში.

ღმერთის მსგავსი არაფერი არის და ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია და არავინაა მისი მსგავსი არაფერში, არ ესაჭიროება მას ის, რაც ესაჭიროება მის ქმნილებებს. მას არ სძინავს, არ ჭამს საჭმელს, ის უდიდესია და არ შეიძლება, რომ ჰყავდეს ცოლი ან შვილი, ის შემქმნელია და მას აქვს უდიდესი თვისებები და არ შეიძლება, რომ აღიწეროს რაიმე საჭიროებით ან ნაკლოვანებებით.

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿يَا أَيُّهَا النَّاسُ ضُرِبَ مَثَلٌ فَاسْتَمِعُوا لَهُ إِنَّ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ لَنْ يَخْلُقُوا ذُبَابًا وَلَوِ اجْتَمَعُوا لَهُ وَإِنْ يَسْلُبْهُمُ الذُّبَابُ شَيْئًا لَا يَسْتَنْقِذُوهُ مِنْهُ ضَعُفَ الطَّالِبُ وَالْمَطْلُوبُ (٧٣) "ჰეი ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად, რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც გაერთიანდნენ ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან. სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენمَا قَدَرُوا اللَّهَ حَقَّ قَدْرِهِ إِنَّ اللَّهَ لَقَوِيٌّ عَزِيزٌ﴾ არ აფასებენ ალლაჰს ჯეროვნად. ალლაჰი კი ყოვლადძლიერი, ძვევამოსილია)".[ალ-ჰაჯჯ: 73-74]

რითვის შეგვქმნა ჩვენ ამ უდიდესმა შემქმნელმა? და რა სურს მას ჩვენგან?

ნუთუ ფიქრობ რომ, ალლაჰმა შექმნა ეს ქმნილებები მიზანის გარეშე, ან შექმნა ისინი უბრალოდ, როცა ის სამყაროების - ბრძენი და ყოვლადმცოდნეა?

ნუთუ გონივრულია, რომ ვინც შეგქმნა ასე ზუსტად და ოსტატურად და დაგვიმორჩილა ის, რაცაა ცაში და დედამიწაზე? ნუთუ შეგვქმნა ყოველგარი მიზანის გარეშე ან მიგვატოვა იმ ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხების გარეშე, რომლითაც ჩვენ ვართ დაკავებული, მაგალითად: რისთვის ვართ აქ? და რა იქნება სიკვდილის შემდეგ? და რა არის ჩვენი შექმნის მიზანი?

ნუთუ გონივრული იქნება, რომ არ იყოს მჩაგვრელთათვის სასჯელი და კეთილის მქმნელთათვის ჯილდო?

თქვა წმინდა ალლაჰმა:﴿أَفَحَسِبْتُمْ أَنَّمَا خَلَقْنَاكُمْ عَبَثًا وَأَنَّكُمْ إِلَيْنَا لَا تُرْجَعُونَ﴾ "ნუთუ გეგონათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით?"[ალ-მუ'მინუუნ: 115]

პირიქით, ალლაჰმა წარმოგზავმა შუამავლები, რათა გვცოდნოდა ჩვენი შექმნის მიზანი. მათ მიგვმართეს სწორ გზაზე, გვასწავლეს როგორ ვეთაყვანოთ და დავუახლოვდეთ ალლაჰს, რა სურს მას ჩვენგან და როგორ მოვიპოვოთ მისი კმაყოფილება და გვამცნეს ჩვენი შედეგების შესახებ სიკვდილის შემდეგ?

ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავლები, რომ ემცნოთ ჩვენთვის რომ მხოლოდ ის ერთია, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას და რომ გვცოდნოდა, თუ როგორ ვეთაყვანოთ მას და მოიტანეს ჩვენამდე მისი ბრძანებები და აკრძალვები და გვასწავლიდნენ ღირებულ ფასეულებებს და თუ ავიღებდით და ვიმოქმედებდით მისით, ჩვენი ცხოვრება იქნებოდა საუკეთესო და ბარაქიანი.

და წარმოგზავნა ალლაჰმა ბევრი შუამავლები მაგ:( ნოე, აბრაამი, მოსე, იესო) და დაეხმარა მათ სასწაულებრივი აიათებით, რომელიც მიუთითებს მათ გულწრფელობაზე და რომ ისინი ნამდვილად ღმერთისგან გზავნილები იყვნენ, ხოლო მათგან ბოლო შუამავალი მუჰამმადია( ალლაჰის სალამი და მშვიდობა მას).

ალლაჰის შუამავლებმა ნათლად გვაცნობეს ყველაფრის შესახებ, რომ ეს ქვეყანა არის გამოცდისთვის და რომ ნამდვილი ცხოვრება იქნება სიკვდილის შემდეგ.

ასევე გვამცნეს, რომ იქ არის სამოთხე მურწმუნეთათვის, რომელნიც თაყვანსცემდნენ ერთადერთ ალლაჰს, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე და ირწმუნეს ყველა შუამავლის. ასევე, იქ არის ჯოჯოხეთის ცეცხლი, რომელიც ალლაჰმა აღუთქვა ურწმუნოებს, რომელნიც თაყვანსცემდენ სხვა ღვთაებებს ალლაჰთან ერთად, ასევე უარყვეს რომელიმე შუამავალი ალლაჰის შუამავლებიდან.

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿يَا بَنِي آدَمَ إِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ رُسُلٌ مِنْكُمْ يَقُصُّونَ عَلَيْكُمْ آيَاتِي فَمَنِ اتَّقَى وَأَصْلَحَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ (٣٥) "ჰეი ადამის შვილებო! როცა თქვენთან მოვლენ შუამავლები თქვენგანვე და წაგიკითხავენ ჩვენს აიათებს, და ამის შემდეგ ვინც ღვთის მოშიში იქნება და გამოასწორებს შიში არ ექნებათ, და არც ინაღვლებენوَالَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَاسْتَكْبَرُوا عَنْهَا أُولَئِكَ أَصْحَابُ النَّارِ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ﴾ და ისინი, ვინც ცრუდ აცხადებდნენ ჩვენს აიათებს და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად".[სურა ა'რააფ: 35-36]

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿يَا أَيُّهَا النَّاسُ اعْبُدُوا رَبَّكُمُ الَّذِي خَلَقَكُمْ وَالَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ (٢١) "ჰეი თქვენ ადამიანნო, თაყვანიეცით თქვენს ღმერთს, რომელმაც შეგქმნათ და შექმნა ვინც თქვენს წინ იყვნენ ეგების იქმნეთ მოშიშნიالَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَرْضَ فِرَاشًا وَالسَّمَاءَ بِنَاءً وَأَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَخْرَجَ بِهِ مِنَ الثَّمَرَاتِ رِزْقًا لَكُمْ فَلَا تَجْعَلُوا لِلَّهِ أَنْدَادًا وَأَنْتُمْ تَعْلَمُونَ (٢٢) რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა სახურავად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. და ნუ დაუდგენთ ალლაჰს თანაზიართ როცა თქვენ იცით.وَإِنْ كُنْتُمْ فِي رَيْبٍ مِمَّا نَزَّلْنَا عَلَى عَبْدِنَا فَأْتُوا بِسُورَةٍ مِنْ مِثْلِهِ وَادْعُوا شُهَدَاءَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ (٢٣) თუ დაგაეჭვებთ ის, რაც გარდმოვუვლინეთ ჩვენს მსახურს, მაშინ, ერთი სურა მაინც მოიტანეთ ამის(ყურანის) მსგავსი და უხმეთ თქვენს მოწმეებს(ე.ი ვისიც თქვენ გწამთ) ალლაჰის გარდა თუკი მართალნი ხართفَإِنْ لَمْ تَفْعَلُوا وَلَنْ تَفْعَلُوا فَاتَّقُوا النَّارَ الَّتِي وَقُودُهَا النَّاسُ وَالْحِجَارَةُ أُعِدَّتْ لِلْكَافِرِينَ (٢٤) და თუ ეს არ გაგიკეთებიათ და ვერც გააკეთებთ, მაშინ იმ ცეცხლის გეშინოდეთ, რომლის საწვავიც ადამიანები და ქვებია, რომელიც ურწმუნოთათვისაა გამზადებულიوَبَشِّرِ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ أَنَّ لَهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ كُلَّمَا رُزِقُوا مِنْهَا مِنْ ثَمَرَةٍ رِزْقًا قَالُوا هَذَا الَّذِي رُزِقْنَا مِنْ قَبْلُ وَأُتُوا بِهِ مُتَشَابِهًا وَلَهُمْ فِيهَا أَزْوَاجٌ مُطَهَّرَةٌ وَهُمْ فِيهَا خَالِدُونَ﴾ ახარე მათ, რომ ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა, ბაღები ელით, რომელთა ძირს მდინარეები მიედინება. ყოველთვის, როცა მათ იქიდან რაიმე ნაყოფი მიეცემათ, იტყვიან: ეს ისაა, რაც ადრე მოგვეცაო, თუმცა მათ ებოძათ მხოლოდ მსგავსი. მათ იქ ეყოლებათ, უმწიკვლო მეწყვილენი და იქნებიან იქ მარადიულად".[სურა ალ-ბაყარა: 21-25]

რატომ იყვნენ ალლაჰის გზავნილები მრავალრიცხოვანი?

ალლაჰმა წარგზავნა მისი შუამავლები ხალხებთან და არ ყოფილა ხალხი, რომ ალლაჰს არ წარეგზავნოს მათთან შუამავალი, რათა მოეწოდებინა მათთვის, რომ თაყვანი ეცათ მათი ღმერთისთვის და მიუტანეს მათ მისი ბრძანებები და აკრძალვები. ყველა მათგანის მიზანი იყო მოწოდება: ერთადერთი ძლევამოსილი და დიდებული ალლაჰის თაყვანისცემისკენ, ხოლო როცა იწყებდა ხალხი მიტოვებას და დამახინჯებას იმისა, რითაც მიდიოდა მათთან შუამავალი, ალლაჰის ერთადერთობის ბრძანებით, ალლაჰი აგზავნიდა სხვა შუამავალს, რათა გაესწორებინა მათი მიმართულება და დაებრუნებინა ადამიანები სწორ ბუნებაზე, ალლაჰის ერთღმერთიანობაზე და მის მორჩილებაზე.

მანამ, სანამ ალლაჰმა არ დაასრულა შუამავლების წარმოგზავნა მუჰამმადით(ალლაჰის ლოცვა და მშვილობა მას), რომელიც მოვიდა სრულყოფილი რელიგიით და მარადიული, ყოვლისმომცველი კანონით(შარიათით) ყველა ადამიანზე განკითხვის დღემდე და გაუქმდა სხვა დამატებითი კანონები, რომელიც იყო მის წინ და უზრუნველყო დიდებულმა და ყოვლადმაღალმა ღმერთმა ეს რელიგია მარადიულად და მისი დრო გაგრძელდება ის წარღვნის დღემდე.

ვერ იქნება ადამიანი მორწმუნე მანამ, სანამ არ ირწმუნებს ყველა შუამავლის.

ალლაჰი ის ღმერთია, რომელმაც წარმოგზავნა შუამავლები და უბრძანა ყველა მის ქმნილებას მათზე მორჩილება, ხოლო ვინც უარყო მათგან რომელიმე შუამავლის გზავნილობა, მან უარყო ყველა დანარჩენი და არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე ადამიანმა უარყოს ალლაჰის ზეშთაგონება, ხოლო სამოთხეში შესასვლელად აუცილებელია ყველა შუამავლის რწმენა.

ყველასთვის ვალდებულება არის ამ დროში, რომ ირწმუნოს ალლაჰი და ყველა მისი შუამავალი. ირწმუნოს ბოლო დღის და ის შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მას სწამს და მიჰყვება უკანასკნელ შუამავალ მუჰამმადს(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას),რომელსაც მხარს უჭერს მარადიული სასწაული - წმინდა ყურანი, რომლიც დაცვაც უზრუნველყო ალლაჰმა მანამ, სანამ იარსებებს დედამიწა და ვინც მასზე არსებობს.

ალლაჰმა წმინდა ყურანში მოიხსენია, თუ ვინმე უარყოფს შუამავალს მის შუამავლებიდან, ის ურწმუნო და ალლაჰის ზეშთაგონების ტყუილად შემრაცხავია, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿إِنَّ الَّذِينَ يَكْفُرُونَ بِاللَّهِ وَرُسُلِهِ وَيُرِيدُونَ أَنْ يُفَرِّقُوا بَيْنَ اللَّهِ وَرُسُلِهِ وَيَقُولُونَ نُؤْمِنُ بِبَعْضٍ وَنَكْفُرُ بِبَعْضٍ وَيُرِيدُونَ أَنْ يَتَّخِذُوا بَيْنَ ذَلِكَ سَبِيلًا (١٥٠) "ჭეშმარიტად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და უნდათ განასხვავონ ალლაჰი და მისი შუამავალნი, ამბობენ: გვწამს ზოგი და არ გვწამს ზოგი. და სურთ ამათ შორის გზა დაიდგინონأُولَئِكَ هُمُ الْكَافِرُونَ حَقًّا وَأَعْتَدْنَا لِلْكَافِرِينَ عَذَابًا مُهِينًا﴾ სწორედ ისინი არიან ნამდვილად ურწმუნონი და გავუმზადეთ ურწმუნოებს დამამცირებელი სასჯელი".[სურა ან-ნისა: 150-151]

ამიტომაც ჩვენ მუსლიმებს გვწამს ალლაჰის და ბოლო ჟამის, როგორც გვიბრძანა ალლაჰმა და ვირწმუნეთ ყველა შუამავლის და წიგნების, რაც კი გარდმოევლინა წინათ. თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿آمَنَ الرَّسُولُ بِمَا أُنْزِلَ إِلَيْهِ مِنْ رَبِّهِ وَالْمُؤْمِنُونَ كُلٌّ آمَنَ بِاللَّهِ وَمَلَائِكَتِهِ وَكُتُبِهِ وَرُسُلِهِ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِنْ رُسُلِهِ وَقَالُوا سَمِعْنَا وَأَطَعْنَا غُفْرَانَكَ رَبَّنَا وَإِلَيْكَ الْمَصِيرُ﴾ "ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და მორწმუნეებმაც. ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის შუამავალთაგან არც ერთს! და თქვეს მათ:ვისმენთ და ვემორჩილებით! ღმერთო ჩვენო, (გევედრებით) შენს მიტევებას და შენთან დავბრუნდებით".[სურა ალ ბაყარა: 285].

რა არის წმინდა ყურანი?

წმინდა ყურანი არის ალლაჰის სიტყვა და მისი ზეშთაგონება, რომელიც გარდმოუვლინა შუამავლებიდან ბოლო შუამავალ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ის უდიდესი სასწაულია, რომელიც მიუთითებს მუჰამმადის შუამავლობის ჭეშმარიტებაზე ﷺ, ხოლო წმინდა ყურანი არის ჭეშმარიტება თავის განაჩენებში და გადმონაცემებში.ალლაჰმა გამოიწვია ცრუდ შემრაცხველნი, რომ მოიტანონ მისი (ყურანის) მსგავსი თუნდაც ერთი სურა(თავი), რომელიც მათ ვერ შეძლეს იმისგამო; რომ ყურანი უდიდესი სასწაულია ყოველივე იმით რასაც იგი შეიცავს,და რაც უკავშირდება ადამიანის ამქვეყნიურ თუ იმქვეყნიურ ცხოვრებას. ასევე, ის მოიცავს რწმენის ყველა ჭეშმარიტებას, რომელიც ავალდებულებს მის დაჯერებას.ასევე, ის შეიცავს ბრძანებებს და აკრძალვებს, რომელიც ავალდებულებს ადამიანს ჩაეჭიდოს იმას, რაც არის მასა და მის ღმერთს შორის. ასევე, მასა და მის სულს შორის. ასევე, მასა და დანარჩენ ქმნილებებს შორის, რათა განუმარტოს მათ ყოველივე ეს მჭერმეტყველებით და მაღალი სტილით.მან უკვე მოიცვა უამრავი რაციონალური მტკიცებულება თუ მეცნიერული ფაქტები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს წიგნი შეუძლებელია იყოს შექმნილი ადამიანის მიერ, პირიქით ის ადამიანთა ღმერთის სიტყვაა ყოვლადწმინდა და დიდებულის.

რა არის ისლამი?

ისლამი არის მორჩილება დიდებულ ალლაჰზე ერთღმერთიანობით, მორჩილება მის ბრძანებებზე, მორჩილება მის კანონზე, მათი მიღებით და კმაყოფილებით და უარყოფა ყოველივე იმისა, რასაც ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა.

ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავლები ერთადერთი გზავნილით და ეს არის: მოწოდება ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისაკენ, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე და უარყოფა ყველაფრის, რასაც ეთაყვანებიან, გარდა ალლაჰისა.

ისლამი ყველა შუამავლის რელიგიაა, მათი მოწოდება ერთი იყო და კანონები სხვადასხვა. დღეს მხოლოდ მუსლიმები არიან ჩაჭიდებულნი მართალ რელიგიას, რომლითაც მოვიდნენ ყველა შუამავლები. მხოლოდ ისლამური გზავნილი არის ამ დროში ჭეშმარიტება. და ეს არის ბოლო გზავნილი შემქნელისგან კაცობრიობისთვის.ის არის ღმერთი, რომელმაც წარმოგზავნა აბრაამი, მოსე, იესო (მშვიდობა მათ). რომელმაც წარმოგზავნა შუამავლების ბეჭედი მუჰამმადიﷺ, რომელიც მოვიდა ისლამის კანონებით და გააუქმა წინამდებარე ყველა კანონი.

დღეს ყველა რელიგია, რომლითაც ადამიანები დაკავებული არიან თაყვანისცემით გარდა ისლამისა - შექმნილია ადამიანების მიერ. ყველა წინა ღვთიურ რელიგიებში ადამიანებმა შეიტანეს ცვლილებები და შეურიეს მათში მემკვიდრობით გადმოცემული მითები და ადამიანთა აზრები.

რაც შეეხება მუსლიმების რელიგიას, ის ერთი, ნათელი და შეუცვლელი რელიგიაა, რომლითაც ეთაყვანებიან ერთადერთ ალლაჰს. ყველა მუსლიმი ლოცულობს ხუთი დროის ლოცვას, მათი ქონებიდან გასცემენ ზაქათს(მოწყალებას გაჭირვებულებზე) და მარხულობენ რამადნის თვეში, მათი განხილვის კანონი არის წმინდა ყურანი და ის მხოლოდ ერთი წიგნია ყველა ქვეყანაში. ბრძანა დიდებულმა ალლაჰმა:﴿ٱلۡيَوۡمَ أَكۡمَلۡتُ لَكُمۡ دِينَكُمۡ وَأَتۡمَمۡتُ عَلَيۡكُمۡ نِعۡمَتِي وَرَضِيتُ لَكُمُ ٱلۡإِسۡلَٰمَ دِينٗاۚ فَمَنِ ٱضۡطُرَّ فِي مَخۡمَصَةٍ غَيۡرَ مُتَجَانِفٖ لِّإِثۡمٖ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٞ رَّحِيمٞ﴾ "დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, შემწყალებელია".[სურა მაიდა: 3]

თქვა დიდებულმა ალლაჰმა ყურანში:﴿قُلْ آمَنَّا بِاللَّهِ وَمَا أُنْزِلَ عَلَيْنَا وَمَا أُنْزِلَ عَلَى إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطِ وَمَا أُوتِيَ مُوسَى وَعِيسَى وَالنَّبِيُّونَ مِنْ رَبِّهِمْ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِنْهُمْ وَنَحْنُ لَهُ مُسْلِمُونَ (٨٤) "თქვი, რომ: „ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ჩვენზე გარდმოევლინა. და რაც გარდმოევლინა იბრაჰიმს, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, 'ისას და შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ არცერთმათგანს, და ვართ მისი მორჩილნი.وَمَنْ يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَنْ يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ﴾ და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის".[სურა აალ იმრაან: 84- 85]

რელიგია ისლამი მოიცავს მთელი ცხოვრების წესს, რომელიც ეთანხმება საღ აზრს და ბუნებრიობას, მას ღებულობს მხოლოდ სუფთა სულები. დააკანონა ის დიდებულმა შემქმნელმა მისი ქმნილებებისთვის. ის არის სიკეთის და ბედნიერების რელიგია ყველა ადამიანისთვის ამქვეყნადაც და საიქიოშიც. ისლამი არ გამოარჩევს არავის არავისგან, გარდა მათი შესრულებული სამადლო საქმეებით.

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:(مَنۡ عَمِلَ صَٰلِحٗا مِّن ذَكَرٍ أَوۡ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤۡمِنٞ فَلَنُحۡيِيَنَّهُۥ حَيَوٰةٗ طَيِّبَةٗۖ وَلَنَجۡزِيَنَّهُمۡ أَجۡرَهُم بِأَحۡسَنِ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ) "ვინც კარგი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაცაკეთებდნენ".[სურა ან-ნაჰლ: 97]

ისლამი ბედნიერების გზაა

ისლამი არის ყველა შუამავლის რელიგია და ალლაჰის რელიგია ყველა ხალხისთვის და არა მხოლოდ არაბებისთვის.

ისლამი ნამდვილი ბედნიერების გზაა ამქვეყნად და მარადიული ნეტარების გზა - საიქიოში.

ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელიც აკმაყოფილებს სულის და სხეულის მოთხოვნილებებს და აგვარებს ყველანაირ ადამიანურ პრობლემებს, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿قَالَ اهْبِطَا مِنْهَا جَمِيعًا بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ فَإِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ مِنِّي هُدًى فَمَنِ اتَّبَعَ هُدَايَ فَلا يَضِلُّ وَلا يَشْقَى (123) "უთხრა: დაეშვით მისგან(სამოთხიდან) ერთიანად, ერთმანეთის მტრები ხართ, და მოგივათ თქვენ ჩემგან ჭეშმარიტი გზა, და ვინც გაყვება ჩემს ჭეშმარიტ გზას, გზა არ აერევა და არც გაუბედურდებაوَمَنْ أَعْرَضَ عَنْ ذِكْرِي فَإِنَّ لَهُ مَعِيشَةً ضَنْكًا وَنَحْشُرُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ أَعْمَى﴾ ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს ჩემს შეხსენებას, მას(სულის) მტანჯველი ცხოვრება ექნება, და განკითხვის დღეს ბრმად აღვადგენთ".[სურა ტაჰა: 123-124]

რას მოიგებ ისლამში შესვლით?

ისლამში შესვლას უდიდესი სარგებელი აქვს, როგორიცაა:

- ამქვეყნად გადარჩენა და ამაღლება, რომ ადამიანი იქნება ალლაჰის მონა, და არ იქნება მონა ეშმაკისეული გართობისა და ვნებების.

- გადარჩენა საიქიოში: ალლაჰი აპატიებს მას და იქნება მისით კმაყოფილი, შეიყვანს სამოთხეში, მოიპოვებს მის კმაყოფილებას და მარადიულ ნეტარებას და გადაურჩება ჯოჯოხეთის ტანჯვას.

- მორწმუნეები განკითხვის დღეს იქნებიან შუამავლებთან, სიდდიყებთან, წამებულებთან და კეთილ ხალხთან ერთად და რა მშვენიერი მეგზურები არიან ისინი! ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს იქნებიან სატანებთან, ბოროტებთან და დამნაშავეებთან ერთად.

- ისინი, ვისაც ალლაჰი შეიყვანს სამოთხეში, შეიგრძნობენ მარადიულ ნეტარებას: სიკვდილის, ავადმყოფობის, ტკივილის, მოხუცობულობის და მწუხარების გარეშე და შეუსრულებს მათ ყველა სურვილს, რაც მათ სურდათ, ხოლო რომლებიც შევლენ ჯოჯოხეთში - იქნებიან მარადიულ ტანჯვაში, რომელიც არასდროს შეწყდება.

- სამოთხეში არის ნეტარება, რომელიც არ უნახავს თვალს, და არ გაუგონია ყურს და არც კი მოუვა არცერთ ადამიანს აზრადაც კი და მისი მტკიცებულებებიდანაა დიდებული ალლაჰის სიტყვები:﴿مَنْ عَمِلَ صَالِحًا مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَى وَهُوَ مُؤْمِنٌ فَلَنُحْيِيَنَّهُ حَيَاةً طَيِّبَةً وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَجْرَهُمْ بِأَحْسَنِ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ﴾ "ვინც კეთილი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაცაკეთებდნენ".[სურა ან-ნაჰლ: 97]თქვა დიდებულმა:﴿فَلَا تَعۡلَمُ نَفۡسٞ مَّآ أُخۡفِيَ لَهُم مِّن قُرَّةِ أَعۡيُنٖ جَزَآءَۢ بِمَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ﴾ "და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეებია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ".[ სურა ას-საჯდაჰ: 17]

რას დავკარგავ ისლამის უარყოფით?

ადამიანი დაკარგავს უდიდეს ცოდნას და გაგებას, რაც არის ალლაჰის ცოდნა და მისი შეცნობა, დაკარგავს ალლაჰის რწმენას, რომელიც აძლევს ადამიანს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს ამქვეყნად, ხოლო საიქიოში მარადიულ ნეტარებას.

ადამიანი დაკარგავს წვდომას უდიდეს წიგნზე, რომელიც გარდმოავლინა ალლაჰმა ადამიანებთან და რწმენას ამ უდიდესი წიგნის მიმართ.

დაკარგავს რწმენას უდიდესი შუამავლების, ასევე დაკარგავს მათთან ყოფნას ბოლო დღეს და ის იქნება ეშმაკების, დამნაშავეების და ტაღუთების(უსამართლო ურწმუნო მართველების) თანამგზავრი ჯოჯოხეთის ცეცხლში. და რა უბედური სახლი და სამეზობელოა ის!

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿قُلْ إِنَّ الْخَاسِرِينَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَأَهْلِيهِمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ أَلا ذَلِكَ هُوَ الْخُسْرَانُ الْمُبِينُ (15) "უთხარი: ჭეშმარიტად, წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც თავი წააგეს და ოჯახები აღდგომის დღეს. განა არ არის ეს აშკარა წაგებაلَهُمْ مِنْ فَوْقِهِمْ ظُلَلٌ مِنَ النَّارِ وَمِنْ تَحْتِهِمْ ظُلَلٌ ذَلِكَ يُخَوِّفُ اللَّهُ بِهِ عِبَادَهُ يَا عِبَادِ فَاتَّقُونِ﴾ მათთვის თავს ზემოთ ცეცხლის საჩრდილობელი იქნება, და ქვემოდანაც ცეცხლის საჩრდილობელი. ეს არის ის, რითაც ალლაჰი აშინებს თავის მსახურებს: ჩემო მსახურებო, მაშ ჩემი გეშინოდეთ".[სურა აზ-ზუმარ: 15-16]

ვისაც სურს გადარჩენა საიქიოში მან უნდა მიიღოს ისლამი და მიჰყვეს შუამავალ მუჰამმადს ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას.

რეალობიდან ისაა, რომელზედაც შეთანხმდენ შუამავლები და გზავნილები ღმერთის მშვიდობა მათ, რომ ვერავინ გადარჩება საიქიოში გარდა მუსლიმებისა, რომლებმაც ირწმუნეს ალლაჰის და არ დაუდგინეს მას მოზიარე თაყვანისცემაში, ირწმუნეს ყველა შუამავლის და გზავნილის, ხოლო ყველა ვინც მიყვნენ გზავნილთ, ირწმუნეს და დაიჯერეს მათი - შევლენ სამოთხეში და გადარჩებიან ცეცხლისგან.

ვინც იყვნენ შუამავალი მუსას დროს და ირწმუნეს მისი, მიჰყვნენ მის მცნებას, ისინი იყვნენ მუსლიმები, მორწმუნენი და მართალნი, მაგრამ როცა ალლაჰმა წარმოგზავბა იესო სავალდებულო გახდა მოსეს მიმყოლთათვის, რომ ერწმუნათ იესო და გაჰყოლოდნენ მას.და ვინც ირწმუნა იესო, ისინი იყვნენ მართალი მუსლიმები, ხოლო რომელთაც უარყეს იესო და თქვას: "მე გავაგრძელებ მოსეს რელიგიას" - ისინი არიან ურწმუნონი, რადგანაც მათ უარყვეს შუამავალი, რომელიც იყო წარმოგზავნილი ალლაჰისგან.იმის შემდეგ, რაც ალლაჰმა წარმოგზავნა ბოლო შუამავალი მუჰამმადი ﷺ, სავალდებულო გახდა ყველასთვის, რომ ერწმუნათ მისი და ისაა ღმერთი რომელმაც წარმოგზავნა მოსე, იესო და ისაა, რომელმაც წარმოგზავნა ბოლო შუამავალი მუჰამმადი ﷺ და ვინც უარყო მუჰამმადისﷺ გზავნილობა და თქვა: "მე მიმყოლი ვარ მოსესი ან იესოსი"- ასეთები არ არიან მორწმუნენი.

საკმარისი არაა, რომ პიროვნებამ თქვას მე პატივს ვცემ მუსლიმანებს, და არაა საკმარისი მისი გადარჩენისთვის საიქიოში, რომ გასცეს მოწყალება და დაეხმაროს გაჭირვებულს, პირიქით აუცილებელია, რომ იყოს მორწმუნე ალლაჰის, მისი წიგნების, შუამავლების და ბოლო ჟამის, რომ მიიღოს ალლაჰმა მისგან! და არ არის იმაზე უფრო უდიდესი ცოდვა, ვიდრე თანაზიარის დადგენა ალლაჰზე და უარყოფა მისი და უარყოფა ზეშთაგონების, რომელიც გარდმოავლინა ალლაჰმა ან უარყოფა შუამავლების შუამავლობა და უარყოფა ბოლო შუამავლის მუჰამმადის ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას.

იუდეველები, ქრისტიანები და მათი მსგავსნი, რომლებმაც გაიგეს ალლაჰის შუამავლის მუჰამმადისﷺ მისიის შესახებ და უარყვეს მისი რწმენა, უარყვეს ისლამი - ისინი იქნებიან ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში სამუდამოდ და აი ესაა განაჩენი ალლაჰისგან და არა ადამიანებისაგან. თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ وَالْمُشْرِكِينَ فِي نَارِ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۚ أُولَـٰئِكَ هُمْ شَرُّ الْبَرِيَّة﴾ "ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს წიგნის მფლობელთაგან და წარმართთაგან ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მარადიულად. სწორედ ისინი არიან ქმნილებათაგან უავესნი".[სურა ალ-ბაინათ: 6]

როგორც კი გარდმოევლინა ბოლო წერილი ალლაჰისგან ადამიანებთან, სავალდებულო გახდა ყველა ადამიანისთვის, რომ მოისმინოს ისლამზე და მოისმინოს ბოლო შუამავლის მუჰამმადის გზავნილზე ﷺ, ირწმუნოს მისი, გაჰყვეს მის შარიათს(კანონს), დაემორჩილოს მის ბრძანებას და აკრძალვას, ამისათვის ვინც მოისმინა ამ ბოლო წერილის შესახებ და უარყო ის - ალლაჰი არ მიიღებს მისგან არაფერს და დასჯის საიქიოში.

მისი მტკიცებულებებიდან არის ალლაჰის სიტყვები:﴿وَمَنْ يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَنْ يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ﴾ "და ვინც მიჰყვება ისლამის გარდა სხვა რელიგიას, არ იქნება მისგან მიღებული და ის საიქიოში იქნება წაგებულთაგანი ".[ სურა აალ ' იმრაან: 85]

თქვა დიდებულმა:﴿قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ تَعَالَوْا إِلَى كَلِمَةٍ سَوَاءٍ بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ أَلَّا نَعْبُدَ إِلَّا اللَّهَ وَلَا نُشْرِكَ بِهِ شَيْئًا وَلَا يَتَّخِذَ بَعْضُنَا بَعْضًا أَرْبَابًا مِنْ دُونِ اللَّهِ فَإِنْ تَوَلَّوْا فَقُولُوا اشْهَدُوا بِأَنَّا مُسْلِمُونَ﴾ "უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! მოდით სამართლიან სიტყვაზე, ჩვენსა და თქვენს შორის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, ალლაჰის გარდა, და არ დავუდგინოთ მას თანაზიარი, და არ გავაღმერთოთ ერთმანეთი ალლაჰის მაგივრად. და თუ სახესიბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ".[ სურა აალ 'იმრაან: 64]

რა უნდა გავაკეთო, რომ გავხდე მუსლიმი?

ისლამში შესასვლელად სავალდებულოა 6 ამ საფუძვლის რწმენა:

1. დიდებული ალლაჰის რწმენა, რომ ის არის შემქმნელი, სარჩოს მბოძებელი, მმართველი, მეუფე და რომ არ არის მისი მსგავსი არავინ და არ ჰყავს მას ცოლი და შვილი, რომ მხოლოდ ის ერთადერთია, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას და რომ არ ეთაყვანება მასთან ერთად სხვას და უნდა სწამდეს, რომ ყოველი თაყვანისცემა, რასაც ეთაყვანება ალაჰის გარდა ის თაყვანისცემა არის ბათილი და ფუჭი.

2. ანგელოზების რწმენა, რომ ისინი არიან დიდებული ალლაჰის მონები, რომ ისინი შექმნა სინათლისგან და მათი ერთ-ერთი საქმეებიდან იყო შუამავლებზე ზეშთაგონების ჩამოტანა.

3. ყველა წიგნის რწმენა, რომელიც გარდმოავლინა ალლაჰმა თავის შუამავლებზე, ( როგორიცაა თორა და სახარება დამახინჯებამდე) და ბოლო წიგნი, წმინდა ყურანი.

4. ყველა შუამავლის რწმენა, როგორიცაა ნოე, აბრაამი, მოსე, იესო და მათგან ბოლო შუამავალი მუჰამმადი და რომ ისინი იყვნენ ადამიანთაგანი, დაეხმარა მათ ალლაჰი ზეშთაგონებით და უბოძა მათ სასწაულები, რომელიც მიუთითებს მათ გულწრფელობაზე.

5. ბოლო დღის რწმენა, როცა ალლაჰი აღადგენს პირველი ადამიანიდან ბოლო ადამიანის ჩათვლით ყველას და ალლაჰი განსჯის მის ქმნილებათა შორის, მორწმუნენი შევლენ სამოთხეში, ხოლო ურწმუნონი ჯოჯოხეთში.

6. ბედისწერის რწმენა, რომ ალლაჰმა იცის ყველაფერი, თუ რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში და რომ ალლაჰმა იცოდა ყველაფერი და დაწერა ის, რაც სურდა მას და შექმნა ყოველივე.

არ დააგვიანო გადაწყვეტილების მიღება!

ეს ქვეყანა არ არის მარადიული საცხოვრებელი...

გაქრება მისგან ყოველი სილამაზე და ჩაქრება ყოველი ვნება...

და მოვა ის დღე, როცა ადამიანი განისჯება იმისათვის, რაც წაიმძღოლია, თქვა ალლაჰმა:﴿وَوُضِعَ الْكِتَابُ فَتَرَى الْمُجْرِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا فِيهِ وَيَقُولُونَ يَا وَيْلَتَنَا مَالِ هَذَا الْكِتَابِ لاَ يُغَادِرُ صَغِيرَةً وَلاَ كَبِيرَةً إِلاَّ أَحْصَاهَا وَوَجَدُوا مَا عَمِلُوا حَاضِرًا وَلاَ يَظْلِمُ رَبُّكَ أَحَدًا﴾ "დაიდება წიგნი და ნახავ ცოდვილებს შეშინებულთ იმისაგან, რაც მასშია, და იტყვიან: ვაი ჩვენ, ეს რა წიგნია, არაფერია გამოტოვებული, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია. და ნახავენ იმას, რაც გააკეთეს დადებულს მათ წინაშე, და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ".[სურა ალ-ქაფ: 49]

დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა გვამცნო, რომ ადამიანი რომელიც არ გამუსლიმდება მისი მარადიული ხვედრი იქნება სამუდამო ჯოჯოხეთის ცეცხლი.

წაგებას არ შეიძლება ვუწოდოთ მცირე, პირიქით ის უდიდესია. თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿وَمَن يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَن يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ﴾ "და ვინც გაჰყვეს ისლამის გარდა სხვა რელიგიას არ მიიღება მისგან და ის იქნება საიქიოში წაგებულთაგანი".[სურა აალ 'იმრაან: 85]

ისლამი ის რელიგიაა, რომლის გარდა ალლაჰი არ ღებულობს სხვა რელიგიებს.

ალლაჰმა შეგვქმნა და მასთან დავბრუნდებით, ეს ქვეყანა გამოცდაა ჩვენთვის.

ადამიანი უნდა იყოს დარწმუნებილი, რომ ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა, როგორც სიზმარი... და არავინ იცის როდის მოკვდება...

და რა პასუხი ექნება მისი შემქმნელისთვის, როცა შეეკითხება მას განკითხვის დღეს: რატომ არ გაჰყევი ჭეშმარიტებას? რატომ არ მიჰყევი შუამავლების ბოლო ბეჭედს?

მაშინ რას უპასუხებს ადამიანი შენ ღმერთს განკითხვის დღეს, როცა მან გააფრთხილა იმ შედეგებზე, რაც მოყვება ისლამის უარყოფას და ამცნო რომ ურწმუნოების ბედი განადგურება და მარადიული ცეცხლია.

თქვა დიდებულმა:﴿وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا أُولَئِكَ أَصْحَابُ النَّارِ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ﴾ "ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი არიან და ცრუდ რაცხავენ ჩვენს აიათებს, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად".[ სურა ალ-ბაყარა: 39]

არ აქვს გამართლება იმას, ვინც მიატოვა ჭეშმარიტება და გაჰყვა მამებსა და წინაპრებს.

დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა გვამცნო, რომ ადამიანების უმრავლესობა უარყოფენ ისლამის მიღებას იმ გარემოს შიშით, რომელშიც ცხოვრობენ.

უმრავლესობა უარყოფს ისლამს, რომ არ შეიცვალონ თავიანთი მრწამსი, რომელიც ეანდერძათ მათი მამებისგან ან რაც მოიპოვეს თავიანთ საზოგადოებისაგან, რომელსაც შეეჩვივნენ. უმრავლესობა მათგანი ფანატიკურად იცავენ იმ სიცრუეს, რომელიც მიიღეს მემკვიდრეობით.

და ამ ყველაფერს არ აქვს მათთვის გამართლება: და წარსდგებიან ალლაჰის წინაშე მტკიცებულების გარეშე.

არ ექნება გასასამათლებელი ათეისტს, რომელიც ამბობს დავრჩები ათეისტად იმიტომ, რომ მე დავიბადე ათეისტურ ოჯახში! პირიქით, მას ევალდებულება რომ გამოიყენოს ჭკუა, რომელიც აჩუქა მას ალლაჰმა და დაფიქრდეს ცებისა და დედამიწის სიდიადეზე, რომ დაფიქრდეს მისი ჭკუით, რომელიც აჩუქა მას მისმა შემქმნელმა და მიხვდება, რომ ამ სამყაროს ჰყავს შემქნელი.ასევე, ვინც ეთაყვანება ქვებსა და კერპებს - მას არ აქვს გასასამართლებელი ბრმად მიყოლაში მის წინაპრებზე, პირიქით, მას ევალდებულება, რომ ეძებოს ჭეშმარიტება და ჰკითხოს თავის თავს: როგორ ვეთაყვანო უსულო საგნებს, რომელსაც არ ესმის ჩემი, ვერ მხედავს, ვერ მარგებს ვერაფერით?

ასევე, ქრისტიანი, რომელსაც სწამს ისეთი საქმის, რომელიც ეწინააღმდეგება ბუნებრიობას და გონება ავალდებულებს მას რომ ჰკითხოს თავის თავს: როგორ შეიძლება მოეკლა ღმერთს თავისი შვილი, რომელსაც არ ჩაუდენია ცოდვა სხვა ადამიანების ცოდვებისთვის? ეს უსამართლობიდანაა! ან როგორ შეიძლება ადამიანებმა გააკრან ჯვარზე და მოკლან ღმერთის ძე? ნუთუ ღმერთს არ შეეძლო კაცობრიობისთვის ცოდვების პატიება ისე, რომ არ დაეშვა მათთვის თავისი შვილის მოკვლა? ნუთუ არ არის ღმერთი შემძლე იმისა, რომ დაეცვა თავისი შვილი?

გონიერი ადამიანის მოვალეობაა, რომ მიჰყვეს სიმართლეს და არ მიჰყვეს თავისი მამა - პაპის სიცრუეს.

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿وَإِذَا قِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا إِلَى مَا أَنْزَلَ اللَّهُ وَإِلَى الرَّسُولِ قَالُوا حَسْبُنَا مَا وَجَدْنَا عَلَيْهِ آبَاءَنَا أَوَلَوْ كَانَ آبَاؤُهُمْ لَا يَعْلَمُونَ شَيْئًا وَلَا يَهْتَدُونَ﴾ "და როცა ეტყვიან მათ: მოდით იმასთან, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა, და შუამავალთან, იტყვიან: საკმარისია ჩვენთვის ის, რაზეც ვნახეთ ჩვენი მამები. მაგრამ მაშინაც, თუ მათ მამებმა არაფერი იცოდნენ და ჭეშმარიტი გზით არ მიდიოდნენ?!"[ სურა ალ-მააიდა: 104]

რა უნდა ქმნას იმ ადამიანმა, ვისაც სურს ისლამის მიღება და ეშინია ახლობლების ზიანის მიყენებისაგან?

ვისაც სურს, რომ მიიღოს ისლამი და ეშინია იმ მდგომარეობიდან, რაც მის ირგვლივ არის, მას შეუძლია დამალოს მისი ისლამი მანამ, სანამ ალლაჰი არ შეუქმნის მას უკეთეს გზას, რომლითაც ის შეძლებს გახდეს დამოუკიდებელი და გამოავლინოს თავისი ისლამი.

ადამიანის ვალდებულებაა, რომ მიიღოს ისლამი დაუყოვნებლივ, მაგრამ არ ევალდებულება მას, რომ ამცნოს და გაავრცელოს მისი ისლამის მიღება, ვინც მის გარშემო არის თუ ის იქნება მისთვის ზიანის მომტანი.

იცოდე რომ, როცა ადამიანი გამუსლიმდა ის იქნება ძმა მილიონობით მუსლიმის, მას შეუძლია დაკავშირება მეჩეთთან ან ისლამურ ცენტრთან თავის ქვეყანაში და ითხოვოს მათგამ რჩევა თუ დახმარება და ისინი დაეხმარებიან მას.

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿وَمَنْ يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَلْ لَهُ مَخْرَجًا "და ვისაც ეშინია ალლაჰისა, დაუდგენს მას გამოსავალს.وَيَرْزُقْهُ مِنْ حَيْثُ لَا يَحْتَسِب﴾ და დააპურებს იქიდან, საიდანაც არ ელოდება".[სურა ატ-ტალააყ: 2, 3]

ძვირფასო მკითხველო!

ნუთუ ჩვენი შემქმნელი ალლაჰის დაკმაყოფილება, რომელმაც გვიწყალობა ყველა მისი წყალობა და გვიწყალობა სარჩო მაშინ, როცა ემბრიონი ვიყავით ჩვენი მშობლების მუცელში, ასევე გვიწყალობა ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ ახლა. ის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის თუ ადამიანების კმაყოფილება?

ნუთუ არ იმსახურეებს რომ, ამქვეყნიური და იმქვეყნიური წარმატების მსხვერპლი იყოს ყველა წარმავალი სიამოვნება? რათქმაუნდა, ვფიცავ ღმერთს!

ამისათვის არაა მისაღები, რომ ადამიანმა თავის წარსულს მისცეს ნება აურკძალოს მას გამოსწორება მისი მცდარი მიმართულების, და აუკრძლოს სწორი საქმის გაკეთება.

ადამიანი უნდა გახდეს ჭეშმარიტი მორწმუნე დღესვე! და არ მისცეს სატანას იმის საშუალება, რომ შეაჩეროს ის ჭეშმარიტებაზე მიყოლას!

თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿يَا أَيُّهَا النَّاسُ قَدْ جَاءَكُمْ بُرْهَانٌ مِنْ رَبِّكُمْ وَأَنزلْنَا إِلَيْكُمْ نُورًا مُبِينًا (174) "ჰეი ადამიანებო! მოგივიდათ საბუთი თქვენი ღმერთისგან და ზემოგივლინეთ თქვენ ნათელი შუქიفَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَاعْتَصَمُوا بِهِ فَسَيُدْخِلُهُمْ فِي رَحْمَةٍ مِنْهُ وَفَضْلٍ وَيَهْدِيهِمْ إِلَيْهِ صِرَاطًا مُسْتَقِيمًا﴾ იმათ, ვინც ირწმუნა ალლაჰი და ჩაეჭიდა მას, შეიყვანს მის წყალობასა და მფარველოაში და უწინამძღვრებს მათ პირდაპირ გზაზე".[ სურა ან-ნისა: 174-175]

შენ მზად ხარ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილების მისაღებად?

თუ ეს ყველაფერი, რაც წინ უძღოდა იყო ლოგიკური და ადამიანმა გაიგო სიმართლე თავის გულში; მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, რომ გახდეს მუსლიმი.

ვისაც სურს დახმარება, რომ მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება და სწორი მიმართულება თავის ცხოვრებაში თუ როგორ გახდეს მუსლიმი?

არ ჰქმნას ისე, რომ თავისი ცოდვების გამო აიკრძალოს ისლამში შესვლა, ჩვენ ალლაჰმა უკვე გვამცნო ყურანში, რომ ის ადამიანს პატიობს ყველა ცოდვებს თუ მიიღებს ისლამს და მოინანიებს თავისი შემქმნელის წინაშე, და ისლამის მიღების შემდეგაც კი ბუნებრივია, რომ ადამიანი ჩაიდენს ზოგიერთ ცოდვებს, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და არა უცოდველი ანგელოზები,მაგრამ სავალდებულოა ჩვენთვის, რომ ვითხოვოთ პატიება ალლაჰისგან და მოვინანიოთ მის წინაშე, და როცა ალლაჰი დაინახავს ჩვენში, რომ ვისწრაფვით ჭეშმარიტების მიღებისკენ და ისლამში შესასვლელად და წარმოსათქმელად ორი დამოწმების, მაშინ ის დაგვეხმარება სხვა ცოდვების მიტოვებაში, თუ ის გაემართება ალლაჰისკენ და მიყვება ჭეშმარიტებას, ალლაჰი დაეხმარება მას, რომ შეჰმატოს სიკეთე და ამიტომ არ უარყოს ადამიანმა ახლავე შესვლა ისლამში.

მტკიცებულებებიდან არის დიდებული ალლაჰის სიტყვები:﴿قُلْ لِلَّذِينَ كَفَرُوا إِنْ يَنْتَهُوا يُغْفَرْ لَهُمْ مَا قَدْ سَلَفَ﴾ "უთხარი მათ, ვინც არიან ურწმუნონი, თუ შეეშვებიან(ურწმუნოებას) მიეტევებათ ის, რამაც ჩაიარა, ხოლო თუ მიუბრუნდებიან... წინაპართა ჩვეულებები გარდავიდა.":ე.იგი (რაც მათ თავს დაატყდათ ხომ ცნობილია).[ალ-ანფაალ: 38]

რა უნდა გავაკეთო რომ გავხდე მუსლიმი?

ისლამში შესვლა იოლი საქმეა და არ სჭირდება განსაკუთრებული თუ რაიმე კანონიერი საქმე ან ვინმეს დასწრება, ადამიანმა მხოლოდ უნდა წარმოთქვას ორი დამოწმება( აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰმმადან რასუულუ ლლაჰ)(მისი მნიშვნ: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მისი მოციქულია) მისი მნიშვნელობით და მისი რწმენით. თუ იოლია შენთვის, რომ წარმოთქვა არაბულ ენაზე უკეთესია და თუ რთულია შენთვის მისი წარმოთქმა, მაშინ წარმოთქვი შენს ენაზე და შენ იქნები მუსლიმი, ამის შემდეგ უნდა შეისწავლო შენი რელიგია, რომელიც იქნება საფუძველი შენი ბედნიერების ამქვეყნად და წარმატების საწინდარი საიქიოში.

ვინ შექმნა არსებობა? ვინ შემქმნა მე? და რისთვის?

ღმერთი დიდებული შემქმნელია

ის არის ღმერთი, შემქმნელი, სარჩოს მბოძებელი, ის არის ალლაჰი ყოვლად წმინდა და დიდებული.

შემქმნელი ღმერთის ატრიბუტები

სათაყვანებელ ღმერთს ახასიათებს სრულყოფილი თვისებები

რითვის შეგვქმნა ჩვენ ამ უდიდესმა შემქმნელმა? და რა სურს მას ჩვენგან?

რატომ იყვნენ ალლაჰის გზავნილები მრავალრიცხოვანი?

ვერ იქნება ადამიანი მორწმუნე მანამ, სანამ არ ირწმუნებს ყველა შუამავლის.

რა არის წმინდა ყურანი?

რა არის ისლამი?

ისლამი ბედნიერების გზაა

რას მოიგებ ისლამში შესვლით?

რას დავკარგავ ისლამის უარყოფით?

ვისაც სურს გადარჩენა საიქიოში მან უნდა მიიღოს ისლამი და მიჰყვეს შუამავალ მუჰამმადს ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას.

რა უნდა გავაკეთო, რომ გავხდე მუსლიმი?

არ დააგვიანო გადაწყვეტილების მიღება!

არ აქვს გამართლება იმას, ვინც მიატოვა ჭეშმარიტება და გაჰყვა მამებსა და წინაპრებს.

რა უნდა ქმნას იმ ადამიანმა, ვისაც სურს ისლამის მიღება და ეშინია ახლობლების ზიანის მიყენებისაგან?

ძვირფასო მკითხველო!

შენ მზად ხარ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადაწყვეტილების მისაღებად?

რა უნდა გავაკეთო რომ გავხდე მუსლიმი?